მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი: ,,ბავშვს თეთრი დუჟი ჰქონდა… უკვე მკვდარი იყო” – ვიდეო

აღაიანში მოკლული ჩვილის მამა საზარელი ღამის დეტალებს დაწვრილებით იხსენებს და აცხადებს, რომ ბოლო თვეებში მას და მის მეუღლეს კონფლიქტი უცნობებთან მიმოწერის გამო მოსდიოდათ.

როგორც მიხეილ დვალიშვილი ამბობს, მას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ მისი მეუღლე სახლიდან წასული იყო. ბავშვი კი გარდაცვლილი დახვდა.
-ცუდი ამინდიც იყო გარეთ და შემოვედი სახლში, რომ ჩავიცვამ   თბილად და მოვძებნი-მეთქი. ბავშვს კიდევ დავხედე, ბავშვი აქ იყო, არ ვანთებდი სინათლეს, რომ არ გაღვიძებოდა. ქურთუკი ავიღე, რომ მომეცვა. გადმოვხედე ბავშვს და თეთრად ჰქონდა, დუჟი ჰქონდა ამოსული და ვიფიქრე, საჭმელი აქვს ამოღებული და მოვწმინდავ-მეთქი. ადიელა გადავხადე და უკვე გარდაცვლილი იყო, – ამბობს  გარდაცვლილი ბავშვის მამა მიხეილ დვალიშვილი.

7 თვის ჩვილი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა (იხილეთ ვიდეო).

ნიუპოსტი

https://www.facebook.com/rustavi2/videos/861925020853155/?t=3