დეპუტატი ელისო ბოლქვაძე იმ ადამიანებს ემუქრება, რომლებიც მას პარიზის აეროპორტში დახვდნენ და პიანისტს ჰკითხეს, რატომ დადის „აგენტების ქვეყანაში“ – საფრანგეთში და რატომ არ მიდის რუსეთში. მალევე დეპუტატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთ-ერთის, თამარ ჯინჭარაძის ფოტო და დაწერა: „ამ ქალს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის! დღეს ჩემს დანახვაზე პარიზის აეროპორტში კივილი და შეძახილები ატეხა! კიდე იყვნენ […]
კატეგორია: სოციალური მედია
კახა მიქაია: „ქოცებო! მეგის ქარდავას შ*ი მინისტრებად გყავთ დანიშნული, ეს ტიპი კი ფორთოხალს ჰყიდის“
ვიტალი გუგუჩია და მირანდა ჯობავას ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც ცოლ-ქმარი, 4 შვილის მშობლები ვიქტორ ჯაფარიძეს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ, მალევე დაიწერა, რომ ვიტალი გუგუჩიამ თავის დროზე ნაცების ხელისუფლების მოწინააღმდეგე, კახა მიქაია დაიჭირაო. თავად კახა მიქაია ამ ინფორმაციას ასე ეხმაურება: „სოციალურ ქსელში ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სადაც მარკეტის მეპატრონეებთან ბოდიშის მოსახდელად მისული ვიტია ჯაფარიძე საკადრის პასუხს იღებს და […]
ნანა ჯანელიძე: „წერილი 84 დეპუტატის შვილებს – „ახლა თქვენს სიმამაცეზე გადის საქართველოს უმნიშვნელოვანესი არჩევანი“
რეჟისორი ნანა ჯანელიძე იმ 84 დეპუტატის შვილებს მიმართავს, რომლებმაც ხვალ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ _ სად იქნება საქართველო და როგორი იქნება მისი პოლიტიკური კურსი. რეჟისორი წერს: „ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს: მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცაზე, სინდისზე, გულებზე გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი. დიახ, სწორედ თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, […]
„ევროპაში ვნახე ოჯახის პატივისცემა, მე ჯერ აქ არ მინახავს ევროპელი კაცები, რომლებიც შრომით ემიგრაციაში უშვებენ ცოლებს“ – რას წერს ნანო არაბიძე
სოციალურ ქსელში ნანო არაბიძის წერილი ვრცელდება, რომელიც ამსხვრევს იმ მითს, თითქოს ევროპა და ევროკავშირი ოჯახურ ღირებულებებს ებრძვის. „4 წელია, ევროპაში ვცხოვრობ და მე ჯერ „გარყვნილი ევროპა” არ მინახავს. პირიქით, აქ ვნახე ოჯახის პატივისცემა. აქ ვნახე, როგორ სცემენ პატივს მშობლები მათი არასრულწლოვანი შვილის აზრს/სურვილებს. მე ჯერ არ მინახავს ევროპელი კაცები, რომლებიც შრომით ემიგრაციაში უშვებენ ცოლებს. მე […]
„მარტო არასოდეს იქნები, შენი ქართველები შენთან ვართ“ – ქართველი ემიგრანტები თეკლა ჭელიძის გამოსაშვებ საღამოს დაესწრნენ
თეკლა ჭელიძემ, რომელიც თავისი ოცნების საქმეს, მედიცინას ეუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ქართველი ემიგრანტები დაპატიჟა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა ამ მნიშვნელოვან დღეს ის მარტო არ დატოვეს და ქართული დროშებით მივიდნენ საგულშემატკივროდ. თეკლას მშობლები, ოჯახის წევრები ამ დღეს მის გვერდით არ იყვნენ, მაგრამ საქართველო იქ იყო. „შენი ქართველები შენთან ვართ“ – ამბობდნენ იქ მისული ქართველები. […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ხარება, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე“
ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას სოციალური ქსელით მიმართავს და წერს: „ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ, ამიტომ, მას პირადად მივმართავ: სპეცრაზმელები რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბოზოს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგიგენებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი […]
გიორგი ყიფშიძე: „არანაირი ივანიშვილი, გუკა რჩეულიშვილმა მაჩუქა ბინა“
მსახიობი გიორგი ყიფშიძე, რომელიც თურქეთში გადის მკურნალობის კურსს, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უყიდა ბინა: -აუ, რა ხალხი შემოდის ჩემთან, მოგისყიდესო და გინდათ, გამჭედონ? რაღაც მაინც იცოდეთ ჩემზე, ტო… აზრზე არა ხართ. ვინ მაჩუქა, რა ბინა მაჩუქა? არავინ არაფერი მაჩუქა. გუკა რჩეულიშვილმა მაჩუქა ბინა, როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი. […]
„მამამისი მაგარი ალპინისტი იყო, ვერტმფრენში აფეთქდა“ – ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა
სოციალურ ქსელში ვრცელდება მეკლდეურ გურამ ხუციშვილის ფოტოები, რომელმაც გუშინ აქციის დროს ვახტანგ გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა. ის ცნობილი მთასვლელის, დათო ხუციშვილის ვაჟია. „გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ: ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე […]
ეკა ამირეჯიბი „იმედიდან“ წასვლაზე: „ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში“
ტელეჟურნალისტმა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია „იმედი” დატოვა და მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ახსნა. „მადლობა ტელეკომპანია “იმედს” მოცემული შესაძლებლობებისთვის – ბევრი იყო ასეთი, ამიტომ მ ა დ ლ ო ბ ა! თუმცა მიმდინარე ყოველდღიური მძიმე მოვლენების ფონზე, რამდენიმეკვირიანი ორმხრივი მცდელობის მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შევიდა ჩიხში. მოცემულ ეტაპზე ვერ ვხედავ საკუთარ თავს ვერც ერთ არხზე, […]











