„ეს დაუსჯელი არ დარჩება!“ – მამუკა მამულაშვილის სისხლში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა

„ეს დაუსჯელი არ დარჩება!“ - მამუკა მამულაშვილის სისხლში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდაპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, კობა ხაბაზი მამუკა მამულაშვილის ანალიზის პასუხებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მომწამვლელი ნივთიერები საგანგაშოდ მაღალია.
„ეს დაუსჯელი არ დარჩება. ვინც ეს ჩაიდინა, პასუხს უცილებლად აგებს! ეს მამუკა მამულაშვილის ანალიზების პასუხია, საგანგაშოდ გაზრდილი დარიშხანის, ვერცხლისწყლის და ტყვიის მაჩვენებელი. უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო. არ ვიცი, შემსრულებელი ვინ არის, საქართველოდან ჩანერგილი თუ მოღალატე უკრაინელი ნაძირალა, მაგრამ დამკვეთი რომ რუსეთის სპეცსამსახურებია, ეჭვი არ მეპარება.
რატომ მამუკა? იმიტომ, რომ მამუკა ქართველი მეომრების სული და გულია, იმიტომ, რომ მისი შექმნილი ,,ქართული ლეგიონი” წლებია ამწარებს ოკუპანტებს, იმიტომ, რომ მამუკა საქართველოს სახეა, შეუპოვარი, მებრძოლი, დაუმორჩილებელი საქართველოს სახე.
დიახ, გამოძიება დაწყებულია და ამის ჩამდენი პასუხს აგებს, თანაც ძალიან მწარედ”.