რატი დურგლიშვილი: „ზღვარს გადასცდა ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორები და ცილისწამება“

რატი დურგლიშვილი: „ზღვარს გადასცდა ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორები და ცილისწამება“მომღერალი რატი დურგლიშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიით არის დაკავებული და აფრთხილებს, რომ სასამართლოს მიმართავს. თუ რას გულისხმობს, მომღერალი არ აკონკრეტებს.
„მივესალმები ჩემს მსმენელს სიყვარულით და პატივისცემით. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პირველად და ამავდროულად ბოლოჯერ ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ყველანაირი სახის ჭორზე, ამჯერად  ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, რადგან არა მარტო ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არამედ ასეთი სახის ჭორებით ხდება ჩემი შრომის, საქმიანობის გაუფასურება, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა.
პ.ს. რაც შეეხება ჩემს კერძო სახლს, ის მხოლოდ ჩემი უდიდესი ფიზიკური შრომისა და საკმაოდ სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა”, – წერს რატი დურგლიშვილი.