ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს თავდასხმას მეორედ გადაურჩა. როგორც თავად წერს, უცნობი პირები მასზე თავდასხმას გეგმავდნენ. „მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით „გირჩი ტვ“-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში […]
კატეგორია: სოციალური მედია
გიორგი გახარია: „გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!“
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სოციალური ქსელით მთავრობის წევრებს მიმართავს და წერს: „ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას – თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!
„ამათ დროზე პანჩური და ისევ მიაწვნენ რეპლიკა ჰერმესის ჩანთებს“ – ნინო ჯღარკავა
ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანებზე, ნინი ბადურაშვილსა და სალომე ღვინიაშვილზე წერს და მათ მიხეილ სააკაშვილის „ფსოუს წყალდალეულებს“ უწოდებს იმ სთორებს გამო, რაც მათ სოციალურ ქსელში დადეს. „ჩემი ჰუმანურები, მიშას ფსოუს წყალდალეულები. „ტვ იმედი“, ამ ორმა ძუნძგლმა თუ გააპროტესტა „იმედის“ ჟურნალისტების ბულინგი, „იმედის“ ჟურნალისტი რომ დალეწეს მომიტინგეებმა და კლინიკაში წევს, მოიკითხეს? ამათ დროზე […]
„ასფალტზე იწვა ბიჭი, სუნთქვა უჭირდა… დედა 2 წელია არ მინახავს, საბერძნეთშიაო… ლამის ყოველი მესამე ბავშვი ასეთია“ – ქეთევან ენუქიძე
„შეაჩერე კორუფცია”-ს დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულ ახალგაზრდაზე წერს: „გუშინ ერთ ჩიხში ასფალტზე იწვა ბიჭი. სუნთქვა უჭირდა. ზურგში ჰქონდა მორტყმული დუბინკა, ან რა ვიცი, რა… თავს ეხვია რამდენიმე ახალგაზრდა. დედაშენს დაურეკეო? – გოგონამ ჰკითხა. დედა ორი წელია არ მინახავს, საბერძნეთშიაო… ლამის ყოველი მესამე ბავშვი ასეთია… და, ამის მიუხედავად, გაბოროტებულ მიზანთროპებად კი არა, […]
გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: „არა გაუგებარ, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, მხოლოდ რუსეთის მოსაწონ კანონს!“
საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. „ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ: გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე, ჩვენს შვილებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც აწუხებთ საკუთარი მომავალი და აქვთ კონკრეტული შიშები ამ მომავლის სწორი, არჩეული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ, ნუ დაუპირისპირდებით ჩვენი […]
ლუკა ნაჭყებია: ,,გახრწნილი მთავრობის მთავარი მტერი ინფორმირებული ახალგაზრდობაა”
შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია სოციალური ქსელით მმათველ პარტიას მიმართავს: „ნებისმიერი გახრწნილი მთავრობის მთავარი მტერია ინფორმირებული ახალგაზრდობა. გილოცავთ „ოცნებას“, იმდენი მოახერხეთ რიგითმა მეათე კლასელმაც კი დაინახა, თუ რატომ ხართ ქვეყნის მტრები. ამ ეტაპზე თქვენ მხარეს მხოლოდ ის დარჩა, ვინც ნაყიდი გყავთ, ან სრულიად უიმედო სიბნელეში გყავთ გამომწყვდეული”.
შოთა არველაძე: „მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს, მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა“
ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს, რომ გაიწვიონ რუსული კანონი, დაზარალებულებს კი ბოდიში მოუხადონ. „არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი […]
პედიატრი ძმები: ,,აქციაზე უფასო კონსულტაციას გაგიწევთ“
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქვეყნის საქმეს!“
„ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებს, რაც მას უყვარს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალს წაადგება“, – წერს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა – როინ ქოჩორაშვილი და ამბობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს აუღებელი პენალტის დრო დადგება, რომელსაც ქართველი ხალხი დაარტყამს. „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შავს და თეთრს ვერ არჩევენ, ძალიან მეცოდებიან, გულწრფელად განვიცდი და რატომ? […]
დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურა ბერიკაშვილზე: „ღმერთს ვევედრები, ჩვენკენ გამოიხედოს, 4 თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც“
რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა 56-ე დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ დააკლდა მისთვის ძვირფასი ადამიანის მილოცვა – მსახიობ ზურა ბერიკაშვილის, რომლის გამოჯანმრთელებისთვისაც ექიმები დღემდე იბრძვიან. „56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან […]











