პოპულარული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი გიორგი წერეთელი და მომღერალი ლოლა წერეთელი ყოველთვის შეხმატკბილებული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებენ. თუმცა ცოტა ხნის წინ ,,რეიტინგმა” გამოაქვეყნა წერილი, სათაურით ,,რესტორნის ვარსკვლავების ოჯახი დაინგრა?”. ლოლა იმავე საინფორმაციო სააგენტოსთან ამბობს, რომ ეს არის ჭორები: – ჭორების ქვეყანა გახდა საქართველო, მეტი პრობლემა არ აქვს ხალხს. მე ისევ ქმართან ერთად ვცხოვრობ. ყველა ოჯახში ჩხუბობს […]
კატეგორია: შოუბიზნესი
სოფო ბედიამ შვილის ფოტო გამოაჩინა – ,, როცა არ ველოდი, ზუსტად მაშინ მოხდა ეს ამბავი”
მომღერალი სოფო ბედიას და მიშა მესხის ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი სიყვარულის ნაყოფი გაჩნდა – ანდრია. ბავშვს შობას, 7 იანვარს ელოდებოდნენ, მაგრამ ანდრია ახალი წლის წინა დღეებში გაჩნდა. სოფოს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, ნიკა ჰყავს, მიშა მესხისთვის კი პირველი შვილია. ახლახან სოფო ბედიამ ფეისბუქში ანდრიას ფოტო გამოაქვეყნა ასეთი კომენტარით: ,,სალამი, მე ანდრია მესხი ვარ”. ორსულობის პერიოდში სოფო […]
ლელა წურწუმიას ქალიშვილი: ,,დეე, გილოცავ, სასწაულად მიყვარხარ”
მომღერალი ლელა წურწუმია დღეს 50 წლის გახდა. იუბილარი სოციალური ქსელით უამრავ მილოცვას იღებს. ,,ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი. გილოცავ ლელ – 50″, – დაწერა ლელა წურწუმიას მეუღლემ, პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა. ,,დეე, გილოცავ 50 წლის იუბილეს. სასწაულად მიყვარხარ. მინდა, რომ სულ ბედნიერს გხედავდე…”, – ასე მიულოცა მრგვალი თარიღი ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიკო […]
ელგა ფორჩხიძე: ,,ჯონი დეპი გაშეშებული იდგა და თვალს არ მაშორებდა”
მომღერალი ელგა ფორჩხიძე უკვე წლებია, პარიზის ძალიან ცნობილი, ისტორიული კაბარეს ვარსკვლავია, რომლის მოსასმენადაც ბევრი ადამიანი დადის. ცოტა ხნის წინ მათ კაბარეს ცნობილი კინოვარსკვლავი ჯონი დეპი ეწვია, რომელიც ელგას ნამღერით მოიხიბლა, მასთან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და ელგასთან არაერთი ფოტოც გადაიღო. ელგა ფორჩხიძე: ჩვენი კაბარე პარიზში საკმაოდ ცნობილია, თან, ისე, ხალხიდან ხალხში რომ გადადის ხოლმე. 45 […]
,,შენთან სექსი ყველაზე მაგარია” – ხატია წერეთლის სკანდალური კლიპი
ხატია წერეთელი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ახალი სკანდალური კლიპი გადაიღო, რომელიც სავსეა თამამი და ეროტიკული სცენებით. ,,შენთან სექსი მაგარია” – ასე ჰქვია სიმღერას. ხატია ხშირად ჩნდება ტელეკონკურსებში. მართალია, ტურიდან ტურში ვერ გადადის, მაგრამ მაყურებელს სკანდალური ნომრებით ნამდვილად ამახსოვრებს თავს. -ჩემნაირები მარტო არასდროს რჩებიან, მაგრამ მარტო ვარ. ალბათ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს. მე საკუთარ თავს […]
სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს: ,,სანამ მას დაუწვებოდი, უნდა გეფიქრა, რომ ერთ დროს შენი ნაცნობის ქმარი იყო”
მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ტოქ შოუ ,,პროფილში” სტუმრობა, საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. მას პრესის ჟურნალისტება ყოფილ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთან დაპირისპირებაც შეახსენეს. – მე რომ დავდგე და მოვყვე ყველაფერი, სალომეს ინტერესები არ იქნება დაცული. შეიძლება პრობლემები შევუქმნა გოგოს. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. რასაც თქვენ ამბობთ, თენგო (ნინას მეორე ქმარი) ახალი გარდაცვლილი იყო, ორმოციც არ იყო გასული, როცა ეს ამბავი […]
თინა კანდელაკი: ,,სომეხი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს ჯობნიან”
რუსეთში მცხოვრებმა თინა კანდელაკმა ქართველი მამაკაცები გაანაწყენა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სომეხი მამაკაცები ქართველ კაცებზე უკეთესები არიან. „რთულია ამის აღიარება, მაგრამ სომეხი მამაკაცები ქართველ მამაკაცებს ჯობნიან. მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ასეა“, – დაწერა თინა კანდელაკმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამაში რა იგულისხმა.
ლელა წურწუმია მდიდრულ ქორწილში – ვიდეო, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს
ლელა წურწუმიას ვიდეოს, სადაც ის ბაქოში, ერთ-ერთ მდიდრულ ქორწილში მღერის, მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა სოციალურ ქსელში – ის უკვე 1,130,385-ჯერ ნახეს. ლელა რუსა მორჩილაძის სიმღერას ასრულებს, რომელსაც „წადი, გაიარე“ ჰქვია და მის რეპერტუარში ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიციაა. ლელას სიმღერაზე ქორწილის სტუმრები სიამოვნებით ცეკვავენ. ცნობილია, რომ საზღვარგარეთ კორპორატიულ საღამოებსა თუ ქორწილებზე ლელას ხშირად იწვევენ და საკმაოდ სოლიდურ […]
აჩიკო გულედანი 20 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა
მუსიკოსი აჩიკო გულედანი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და მომღერალი გვანცა ჯაფარიძეა. გვანცა ცნობილი კონკურს ,,საქართველოს ვარსკვლავიდან” გახდა. გვანცა და აჩიკო კარგა ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამას არც მალავდნენ. აჩიკო 45 წლისაა, გვანცა კი – 25-ის. გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი – მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია […]
ალა პუგაჩოვას იჭერენ?
ალა პუგაჩოვას სოლო კონცერტი სახელმწიფო ორგანიზაციამ „რუსეთის ვერტმფრენები“ 40 მილიონი რუბლით დააფინანსა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქმე ფულის გათეთრებას უკავშირდება. როგორც სააგენტო „იზვესტიას“ სახელმწიფო დუმის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანატოლი ვიბორნიმ განუცხადა, „რუსეთის ვერტმფრენების“ მიერ გამოყოფილი სასპონსორო დახმარების შეფასება გენერალური პროკურატურის ვალდებულებაა. „ყველა შემსრულებელი საკუთარი შეხედულების მიხედვით აფასებს მის შემოქმედებას, […]










