,,შენთან სექსი ყველაზე მაგარია” – ხატია წერეთლის სკანდალური კლიპი

,,შენთან სექსი ყველაზე მაგარია" - ხატია წერეთლის სკანდალური კლიპიხატია წერეთელი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ახალი სკანდალური კლიპი გადაიღო, რომელიც სავსეა თამამი და ეროტიკული სცენებით. ,,შენთან სექსი მაგარია” – ასე ჰქვია სიმღერას.

ხატია ხშირად ჩნდება ტელეკონკურსებში. მართალია, ტურიდან ტურში ვერ გადადის, მაგრამ მაყურებელს სკანდალური ნომრებით ნამდვილად ამახსოვრებს თავს.

-ჩემნაირები მარტო არასდროს რჩებიან, მაგრამ მარტო ვარ. ალბათ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს. მე საკუთარ თავს ვარჩენ 15 წლიდან. შეიძლება ვიღაცისთვის ეს რთულია, მაგრამ ჩემთვის უფრო რთულია, ფული სხვას ვთხოვო.

მამაკაცს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის რჩენა, ზომიერად რომანტიკულიც უნდა იყოს და ძლიერი ენერგეტიკა ჰქონდეს, ძალიან ნაზი კაცი ჩემს სიმპათიას ვერ იმსახურებს… ორგაზმის დროს ტვინის 75 % „ითიშება”. ყველაზე ძლიერი დოზა მორფის დროს – 22-25%. რომელი უფრო ძლიერი ნარკოტიკია – სექსი თუ მორფი?..

ჩემი თავი მივიღე ისეთი, როგორიც ვარ. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, მეგობრები, მშობლებიც მიღებენ ისეთს, როგორიც ვარ – მთავარია, ვიყო ბედნიერი… მყავს ოთხი და, რომლებსაც ვუყვარვარ. გარკვეული პერიოდი ტიბეტში ვცხოვრობდი.  იქ მასწავლეს, როგორ შემეხედა ცხოვრებისთვის სხვა თვალით. თუ არსებობს პრობლემა, ის არის არა იმიტომ, რომ ღმერთმა ზურგი გაქცია, არამედ იმიტომ, რომ უფრო გაძლიერდე… როცა გიყვარდება, ყოველთვის ფიქრობ, რომ ეს მარადიულია. მაგრამ მარადიული მხოლოდ გრძნობაა, ობიექტები კი იცვლებიან, – ყვება ხატია წერეთელი ფანტაიმთან.

ხატია წერეთელი – შენთან სექსი მაგარია

🔞 ხატია წერეთელმა ახალი სკანდალური კლიპი გადაიღო, ის სავსეა თამამი და ეროტიული სცენებით. "შენთან სექსი მაგარია" – ასე ჰქვია სიმღერას ️🎶🎞🎙🎥 #სექსი #სკანდალური #კლიპი #სიმღერა

Gepostet von ექსკლუზივი TV am Sonntag, 10. Februar 2019