სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს: ,,სანამ მას დაუწვებოდი, უნდა გეფიქრა, რომ ერთ დროს შენი ნაცნობის ქმარი იყო”

სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს: ,,სანამ მას დაუწვებოდი, უნდა გეფიქრა, რომ ერთ დროს შენი ნაცნობის ქმარი იყო"მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ტოქ შოუ ,,პროფილში” სტუმრობა, საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა. მას პრესის ჟურნალისტება ყოფილ ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილთან დაპირისპირებაც შეახსენეს.

– მე რომ დავდგე და მოვყვე ყველაფერი, სალომეს ინტერესები არ იქნება დაცული. შეიძლება პრობლემები შევუქმნა გოგოს. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს. რასაც თქვენ ამბობთ, თენგო (ნინას მეორე ქმარი) ახალი გარდაცვლილი იყო, ორმოციც არ იყო გასული, როცა ეს ამბავი მოხდა. როდესაც ასეთ დროს ერთი ქალი მეორეს ასეთი ტიპის სკანდალს უწყობს, არ ვიცი, ამას რა ჰქვია.
გაოცებული ვიყავი, როგორ მოიფიქრა ამ დროს ეს. დროსაც ხომ უნდა შერჩევა? ეს სკანდალი ასე დასრულდა, შევიძინე ორი მაგარი მეგობარი, ერთი ვასიკო (პეტრიაშვილი), მისი ყოფილი ქმარი, – განაცხადა მომღერალმა და იქვე აღნიშნა, რომ  ვასკასთან ერთად იტალიაში დასასვენებლად არასოდეს ყოფილა.

სალომე გოგიაშვილი ნინა წკრიალაშვილს: ,,სანამ მას დაუწვებოდი, უნდა გეფიქრა, რომ ერთ დროს შენი ნაცნობის ქმარი იყო"ნინა წკრიალაშვილისა და სალომე გოგიაშვილის დაპირისპირებაზე თავის დროზე ,,რეიტინგი” წერდა. როგორც გამოცემაში დაიწერა, ორ ქალს შორის ომის მიზეზი ფეისბუქში სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა – რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმაგრებული, ფეისბუქმეგობრებს კი სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა.

,,რეიტინგის” მიერ გამოქვეყნებული მასალა ნინამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სალომეს ბერნიერება უსურვა. მის ამ სტატუსს კი ისევ სალომეს პოსტი მოჰყვა.

„ძალიან ემოციური სათაურია, ნინა, ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა, კარგად შეგახსენო შენი იტალიის „პაეზდკა?”. და ერთს დავამატებდი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია, მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით“, – დაწერა სალომემ.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი