ალა პუგაჩოვას იჭერენ?

ალა პუგაჩოვას იჭერენ?ალა პუ­გა­ჩო­ვას სოლო კონ­ცერ­ტი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „რუ­სე­თის ვერ­ტმფრე­ნე­ბი“ 40 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლით და­ა­ფი­ნან­სა, ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ საქ­მე ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო „იზ­ვეს­ტი­ას“ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ, ანა­ტო­ლი ვი­ბორ­ნიმ გა­ნუ­ცხა­და, „რუ­სე­თის ვერ­ტმფრე­ნე­ბის“ მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი სას­პონ­სო­რო დახ­მა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

„ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით აფა­სებს მის შე­მოქ­მე­დე­ბას, თან­ხის ნა­წი­ლი კი შე­საძ­ლოა, ჰო­ნო­რა­რიც იყოს. ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას აჩენს ის, რომ ასე­თი დიდი თან­ხა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რამ გას­ცა,“ – აღ­ნიშ­ნავს ვი­ბორ­ნი.

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კი­რილ კა­ბა­ნო­ვი კი ვა­რა­უ­დობს, რომ 40 მი­ლი­ო­ნი, რო­მე­ლიც კონ­ცერ­ტის­თვის გა­მო­ი­ყო, შე­საძ­ლოა, კო­რუფ­ცი­უ­ლი ფული იყოს, მა­გა­ლი­თად – ე.წ. ატ­კა­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პუ­გა­ჩო­ვას სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტის ყვე­ლა ბი­ლე­თი უკვე გა­ყი­დუ­ლია, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა აპ­რილ­შია და­გეგ­მი­ლი. გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ბი­ლე­თებს, რი­გი­სა და ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, 300 ათას რუბ­ლად ყი­დი­ან.

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი პუ­გა­ჩო­ვას შთამ­ბეჭ­დავ ქო­ნე­ბა­საც არ ივი­წყე­ბენ – კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს­ში და­ა­ბან­და და სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალს იღებს. სწო­რედ ამი­ტომ, ექ­სპერ­ტებს უჭირთ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზის პოვ­ნა, რა­ტომ დას­ჭირ­და მომ­ღე­რალს ასე­თი მას­შტა­ბის სას­პონ­სო­რო დახ­მა­რე­ბა.

ამბები