აჩიკო გულედანი 20 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა

აჩიკო გულედანი 20 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდამუსიკოსი აჩიკო გულედანი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და მომღერალი გვანცა ჯაფარიძეა. გვანცა ცნობილი კონკურს ,,საქართველოს ვარსკვლავიდან” გახდა.

გვანცა და აჩიკო კარგა ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამას არც მალავდნენ.  აჩიკო 45 წლისაა, გვანცა კი – 25-ის.

გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი – მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია გახლდათ, რომელმაც შემდეგ პიარში გადაინაცვლა და წარმატებული კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო. აჩიკოს და ნინის ორი შვილი ჰყავთ.

თეკლა ჟვანია, მშობლები.ჯი