კატეგორია: შოუბიზნესი

თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 21 იანვარს გოგონას დედა გახდა. მას შვილის დაბადებას სოციალურ ქსელში ულოცავენ. მისი მეუღლე ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვია. მათ ერთმანეთი ევროვიზიის კონკურსზე გაიცნეს, სადაც თაკო საქართველოს სახელით გამოდიოდა. წყვილმა ქორწილი რამდენიმე თვის წინ საქართველოშიც გადაიხადა და ვენაშიც, სადაც ისინი ცხოვრობენ. მომღერალი ,,სარკის” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ კარიერის მიტოვებას არ აპირებს, პირიქით, აქტიურად […]

ნიკა გვარამიამ გიორგი კელაპტრიშვილს სახეში ტორტი შეაზილა – ვიდეო

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. კონკურსის შემდეგ საზეიმო ტორტი რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაჭრა. მან ტორტის ნაჭრისთვის თეფში მოითხოვა, მასზე ტორტი დადო, შემდეგ გიორგი კელაპტრიშვილისკენ მიბრუნდა და მოულოდნელად თეფშიანი ტორტი სახეში შეაზილა. ამ ამბავმა დამსწრე საზოგადოების სრული აღფრთოვანება გამოიწვია. https://www.facebook.com/mkholodkartulirustavi2/videos/760027091062635/

გიორგი კელაპტრიშვილი ,,მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულია – ვიდეო (,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”)

,,მხოლოდ ქართულის” მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა. მან  მთავარი პრიზი, თბილისში ოროთახიანი ბინა მოიგო. სანამ ნიკა გვარამია და სოფო ბათილაშვილი გამარჯვებულს გამოავლენდნენ, მანამდე გიორგი კელაპტრიშვილს არაერთი პრიზი გადაეცა სპონსორებისგან, მათ შორის რადიო ,,ფორტუნასგან” ერი კლაპტონის კონცერტზე დასასწრები ორკაციანი საგზური. დანარჩენი სამი ფინალისტი, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე 2000-2000 ლარს მიიღებენ.

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან

ბრიტანული ტაბლოიდის The Sun -ის წყაროები იტყობინებიან, რომ მსახიობი ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს ხვდებიან, ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკლავი და ოსკაროსანი მსახიობი ერთმანეთს თავის დროზე შარლიზ ტერონის ქმარმა შონ პენმა გააცნო. გავრცელებული ინფორმაციით, მათი ურთიერთობა საშოაბაო დღესასწაულებზე დაიწყო და ეს გახდა პირველი სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ გააბა. 2018 წლის […]

,,სირცხვილი მაია ასათიანს! ეს იყო ბულინგი! სამარცხვინოა ჟიურის და წამყვანების საქციელი…” – სკანდალი ,,მხოლოდ ქართულში”

პროექტი ,,მხოლოდ ქართული” გიორგი ნარმანიამ დატოვა. ჟიურისა და წამყვანების შეფასებებმა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. მათ წამყვანები, ნანუკა ჟორჯოლიანი და მაია ასათიანი, ასევე ჟიურის წევრები ბულინგში დაადანაშაულეს. სოციალურ ქსელში წერენ: ,,დაისვენეთ! წავიდა ნარმანია! თქვენც ხომ ეგ გინდოდათ! დააყენეთ ამხელა კაცი და ლანძღეთ უმოწყალოდ. შეგერჩიათ შესაფერისი რეპერტუარი და ნახავდით, როგორ იმღერებდა. სამარცხვინოა, რასაც კადრულობთ ჟიურიან-წამყვანებიანად!”. ,,ჟურნალისტური ეთიკა თქვენთვის […]

გიორგი კელაპტრიშვილის ,,ჰერიო, ბიჭებო” – ვიდეო

,,უძლიერესი შესრულება”, ,,გენაცვალე, რა ნუგბარი ყელი აქვს”, ,,რა იქნება, ეს სიმღერა პარლამენტში ჟღერდეს. იქნებ გულგაყინულ, ყინულისთვალებიან პარლამენტარებს გაულხვეთ გულში და სულში ჩაკირული ყინული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო!”, ,,დედა, ეს რაიყო, სიმღერა რომ დაიწყო და ჩავისუნთქე, კინაღამ ამოსუნთქვა დამავიწყდა და გავიგუდე…” – წერენ სოციალურ ქსელში.

,,ვეღარაფერი მიშველის…” – უსინათლო მომღერლისა და მისი ბებიის ტრაგიკული ისტორია – ვიდეო

პროექტ ,,საქართველოს ვარსკვლავში” გედევან კევლიშვილის გამოსვლამ დიდი ემოციები გამოიწვია. ის ყოფილი სპორტსმენია. ვარჯიშის დროს ბადურა ჩამოეშალა და მას შემდეგ მისი თვალები ბებია გახდა, რომელიც ახლა 85 წლის არის და შვილიშვილს პროექტშიც ახლდა… იხილეთ ვიდეო https://www.facebook.com/GeorgianIdol/videos/317093395574785/?t=16

,,ჩემი ტრანსფორმაცია მაშინ მოხდა, როცა მამა ჩემ გვერდით აღარ იყო” – ტრანსგენდერი ქალის შესანიშნავი შესრულება – ვიდეო

„მე არ მოვედი როგორც ტრანსგენდერი… მე მოვედი იმისთვის, რომ ვიმღერო!“ – განაცხადა ტრანსგენდერმა ქალმა, ანასტასია პირველმა პროექტში ,,საქართველოს ვარსკვლავი”. სიუჟეტში ანასტასიამ თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. -ჩემი ტრანსფორმაცია მაშინ მოხდა, როცა მამა ჩემ გვერდით აღარ იყო. მახსოვს, როცა მან ცალკე გამიშვა საცხოვრებლად, ყურში ჩამჩურჩულა და მითხრა, იცხოვრე იმ ცხოვრებით, რასაც თვლი, რომ ეს არის სწორი… – უამბო […]

უჩა კორძაია გარდაიცვალა – ვიდეო

უჩა კორძაია გარდაიცვალა. მუ­სი­კო­სი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებრძოდა. უჩა კორ­ძა­იას შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სიმღერა „ბაკურიანი“ სარგებლობდა. ნიუპოსტი https://www.facebook.com/gvalski.temo/videos/2514094925299795/

მარიამ ჟორდანია: “გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი…” – ვიდეო

“გუ­შინ გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი!” – გვე­უბ­ნე­ბა 16 წლის მა­რი­ამ ჟორ­და­ნია, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლია ოჯა­ხით, სა­დაც და­ი­ბა­და და ცხოვ­რობს, მე­გობ­რე­ბით და სკო­ლით, სა­დაც სწავ­ლობს. მა­რი­ამს უყ­ვარს სიმ­ღე­რა და სა­მო­მავ­ლო­დაც აპი­რებს ამ სფე­როს გაჰ­ყვეს. ის მა­ყუ­რე­ბელ­მა ჯერ კი­დევ 13 წლი­სა “X ფაქ­ტო­რის” სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ “სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის” კონ­კურ­სან­ტია, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც […]