დიდუბის ხიდთან ქალი მტკვარში გადახტა

დიდუბის ხიდთან ქალი მტკვარში გადახტასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომ დიდუბის ხიდთან მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112″-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იმყოფებოდა ქალი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა.

ქალი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში”,- ნათქვამია განცხადებაში.