,,ჩემი თიკო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით, მითხარით, რომ ტყუილია!” – ავარიაში დაშავებული ორსული გარდაიცვალა

,,ჩემი თიკო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით, მითხარით, რომ ტყუილია!" - ავარიაში დაშავებული ორსული გარდაიცვალაქობულეთში, სოფელ გვარასთან მომხდარი საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, კლინიკაში მიყვანისთანავე საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს, მაგრამ ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
,,ჩემო კეთილო და მშვენიერო გოგო, რა მალე დაგვტოვე, რატომ გაგვიმეტე ასეთი სიმწრისთვის, არ ვიცი, რა ვთქვა, გული გამიქვავდა, შენი ამბავი რომ გავიგე, სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა ვთქვა, რით ვანუგეშო თავი, ჩემო გამორჩეულო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი და შენი პატარას სული…”, ,,მითხარით, რომ ტყუილია, გთხოვთ, არა, რა, ჩემი თიკო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით და დღეს რა შეგემთხვა”, _ წერენ ახლობლები.
როგორც ირკვევა, 28 წლის თიკო მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ _ 30 კვირის. მას 6 წლის შვილი დარჩა.

ამ საზარელ ავარიას 30 წლამდე მამაკაციც ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.