მარიამ კუბლაშვილის მეგობარი მე-13 სართულიდან გადავარდა – ,,მტკივა ყველაფერი…”

მარიამ კუბლაშვილის მეგობარი მე-13 სართულიდან გადავარდა - ,,მტკივა ყველაფერი..."ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი მეგობარი, ქეთევან გიორგიშვილი მე-13 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ქეთევანი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მეგობარი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

,,ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმაცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი… ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი!
გარდაცვალების ამბავი შემზარავი და თავზარდამცემია… ეს სასტიკი განსაცდელია… ქეთის ვიცნობდი ბავშვობიდან. მტკივა ყველაფერი… უძლიერესი კონსტიტუციონალისტი. ასოცირებული პროფესორი გახდა 3 დღის წინ. შოკია…”.

ქეთევანმა განათლება გერმანიაში მიიღო და იქ ცხოვრობდა. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ამ ინფორმაციის ქვეშ დღეს უკვე უამრავ მილოცვასთან ერთად დამწუხრებული მეგობრების კომენტარებია:

,,ქეთევან, არ მჯერა ,რამხელა ტკივილია”, ,,თავზარდაცემული ვარ და სიტყვებს ვერ ვპოულობ”, ,,ქედს ვიხრი შენი სათნოების წინაშე, ქეთი”, ,,ასეთი გოგოს სიკვდილი შეიძლებოდა?”, ,,შოკში ვართ ყველანი”, ,,რა გვიქენი ეს”.

ქეთევან გიორგიშვილის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს.