„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას…” – საბერძნეთში ქეთი წივწივაძე გარდაიცვალა

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას..." - საბერძნეთში ქეთი წივწივაძე გარდაიცვალასაბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.

ქეთი წივწივაძე ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქეთიმ საავადმყოფოდან ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გვთავაზობს:

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები, მანამ მოდით მომეალერსეთ, გული გამითბეთ, დამენახეთ და გამახარეთ. და კი როდესაც, დამივიწყეთ ყველამ ცოცხალი, თქვენ ეს იცოდეთ, მე იმ დღიდან გარდავიცვალე.“

ნიუპოსტი