,,უსვეცკესი ავარია ვაკეში” – ტროტუარზე მიმავალი მამაკაცი სასწაულად გადარჩა – ვიდეო

თბილისში, ,,ევროპროდუქტში” მანქანა შევარდა. გავრცელებული ფოტოს ქვეშ ბევრი სახუმარო კომენტარია. ,,ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე უსვეცკესი ავარიაა, ევროპროდუქტში შევარდნილი რეინჯი ვაკეში”. – დაწერა ექიმმა ნინო ნადირაძემ.

,,რას ყიდულობდა ისეთს, რომ ხელით გამოტანა დაეზარა”, ,,პირბადე ეკეთა?” – წერენ ფეისბუქში.

სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება გაცილებით დრამატულად ყოფილიყო. ვიდეოში (იხილეთ ვიდეო) კარგად ჩანს,  რომ დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ტროტუარზე მიმავალ კაცს ლამის ეჯახება. მამაკაცი სასწაულად გადარჩა.