კატეგორია: სამართალი

,,მკვლელებს კარზე დაუწერიათ: ,,გელოდებით”… ქალი ქამრით არის დამხრჩვალი, კაცის ამოცნობა შეუძლებელია” – სასტიკი მკვლელობა გარდაბანში

სასტიკი მკვლელობა გარდაბანში – სოფელ ქაფანახში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ირკვევა, გუშინ ხანშიშესული ცოლ-ქმარი, ისკანდარ და შაფიგა მუსაევები საკუთარ სახლში მოკლეს. როგორც ,,ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, 78 წლის ქალი ქამრით არის გაგუდული. 88 წლამდე მამაკაცს კი ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. ადგილობრივები “ნიუპოსტთან” არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მკვლელობა შურისძიებას […]

კასპში მამაკაცი მოკლეს და მისი ცოლი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შუახნის მამაკაცი მოკლეს. კასპის მერის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ სროლის ხმა სოფელში წუხელ ღამით, დაახლოებით 2 საათზე გაიგეს. მისივე თქმით, დაჭრილია მოკლული მამაკაცია მეუღლე, რომელიც კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ […]

რუსთაველი მამაკაცი ორსულ ცოლზე ძალადობდა

სამართალდამცველებმა ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი […]

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი კიევში პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ათივე ბავშვი, კიევში წაიყვანეს. მათ გადასაყვანად თბილისის საერთშორისო აეროპორტში, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი სპეცრეისით დაეშვა. ბავშვები ბებიებთან ერთად საქართველოდან გუშინ საღამოს გაემგზავრნენ. -ჩვენ კარგად გვესმის თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. […]

ბორჯომში დაკარგული გოგონები პოლიციამ გვიან ღამით სახლებში დააბრუნა

ბორჯომში დაკარგული მეცხრეკლასელი გოგოები ზესტაფონში იპოვეს. ისინი პოლიციამ გვიან ღამით სახლებში დააბრუნა. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმში 18 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო – ,,ჩემმა შვილმა წერილი დატოვა… დაკითხონ მისი შეყვარებული”

ბათუმში 18 წლის თამარ მოდებაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  გარდაცვლილი გოგონას დედა შორენა კახნიაშვილი ყვება, რომ მისი შვილის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეყვარებულთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს. ის პოლიციას დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ძალადობის, ან შანტაჟის მსხვერპლი იყოს. ,,ჩემი შვილი კამათის, შიშის ან დაძალების ფონზე არის თვითმკვლელობამდე მისული, მისი ნივთების დათვალიერებისას ვნახე […]

,,გაბრაზებულები წასულან ბავშვებიო” – რა ვერსიებზე საუბრობენ ბორჯომში გაუჩინარებული გოგონების ახლობლები

ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები დილიდან არავის უნახავს.  ,,გაბრაზებულები წასულან ბავშვებიო, ვისზე იძიეს შური, გაუგებარია” – ამბობენ სკოლაში გაუჩინარებულ გოგონებზე – იხილეთ ვიდეო. https://www.facebook.com/rustavi2/videos/1096801767197411/?t=11

,,ჩემმა შვილმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო” – მოძალადისგან გაჩენილ ბავშვზე ოჯახი უარს ამბობს

ამაზრზენი დანაშაული მოხდა ლაგოდეხში. 16 წლის გოგონას მოძალადისგან შვილი ეყოლა. ამ ისტორიას კიდევ უფრო დრამატულს ის ხდის, რომ ოჯახი ახალდაბადებულ ბიჭუნაზე უარს ამბობს. დრამატულია ისიც, რომ, გოგონას დედის თქმით, მოზარდმა არ იცოდა, რომ ორსულად იყო. ტელეკომპანია ,,იმედის” ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული 40 წლის კაცისთვის ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. მან არასრუწლოვანზე პირველად 2017 […]

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული: ,,მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია”

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი, რო­მე­ლიც 40 წლის მა­მა­კაცს მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მო­ძა­ლა­დის დას­ჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აპი­რე­ბენ ან­გა­რიშწო­რე­ბას. გო­გო­ნამ მო­ძა­ლა­დის­გან ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­შო­ბილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რის გა­მოც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ტო­ვეს. არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის ვერ­სი­ას იზი­ა­რე­ბენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბიც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ხში­რად ნას­ვამი იყო. ბრალ­დე­ბუ­ლი ­კა­ცი მომ­ხდარს უარ­ყოფს […]

31 წლის ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახი გორის ჰოსპიტალის ექიმებს ადანაშაულებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ. ლევან ჯიოშვილი სამედიცინო დაწესებულებაში ორი დღის წინ დააწვინეს. როგორც „პრაიმტაიმს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს: „მამაკაცს ფილტვების ანთება ჰქონდა, რის გამოც მოხდა სტაციონარში განთავსება, მისი მდგომარეობა გართულდა და რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა“. „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელ გიორგი ბერიანიძეს დაუკავშირდა. „არ ვიცით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ლევანი ჰოსპიტალში საკუთარი ფეხით მივიდა, მხარი […]