კატეგორია: სამართალი

ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ქალი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ დაჭრა, „გორმედის“ კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. -50 წლამდე ქალი 10-მდე ჭრილობით საავადმყოფოში უმძიმეს მდომარეობაში მოიყვანეს. მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. ბასრი საგნით დაზიაბნებები აქვს მიყენებული კისრის, ნიკაპის, გულ-მკერდის არეში, ასევე, მუცლის ღრუში რამდენიმე შემავალი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებული აქვს ღვიძლი, კუჭი და ფილტვები.- […]

კაცი, რომელმაც შვილის მეგობარი გააუპატიურა, დაკავებულია

საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ კაცზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მათიცე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში, 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი, არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა, […]

აგარაში კაცმა ცოლის მეგობარი მამაკაცი მოკლა და ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა ცოლის მეგობარი კაცი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ჭრილობები მათ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დამნაშვე იდენტიფიცირებულია და მას ეძებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისმობს – ნახეთ რეპორტაჟი მკვლელობის ადგილიდან”

სისხლიანი დაპირისპირება დიდ დიღომში – 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დიდ დიღომში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოშია არიან მოთავსებულები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ნიუპოსტი

3 ტრანსგენდერი ქალისა და გეის მკვლელობისთვის 19 წლის ბიჭი დააკავეს

ქალაქ დეტროიტში მცხოვრები 19 წლის დევონ რობინსონი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ბრალდებულია 3 ტრანსგენდერისა და გეის მკვლელობაში, ასევე ორ ლგბტ პირის მძიმედ დაჭრაში. რობინსონი უკვე დაკავებულია და მისი სასამართლო ჩანიშნულია 21 ივნისს. FBI-ს მიერ გავრცელებული უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ამერიკაში მომხდარი დანაშაულების 16% ჩადენილია სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, რისი მიზეზიც მათი განსხვავებული ორიენტაციაა. ნიუპოსტი

14 წლის გოგო ნათესავმა კაცმა გააუპატიურა – ,,ტანსაცმლის გახდა დამიწყო, ყური დამიხია, ხელები შემიკრა” – საგარეჯოში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი. ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი […]

მაშველებმა სახლში ცხედარი და ორი ქალი ნახეს – რა ხდება თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე – ვიდეო

თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ქალია. მეზობლების აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გაურკვეველ სუნს გრძნობდნენ და მაშველები გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ  ცხედარი. სახლში იმყოფებოდა ორი ქალი, რომელთაგან ერთი კონტაქტური იყო, მეორე კი უგონო მდგომარეობაში. ორივე ქალი სააავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მობილიზებულია […]

მოხუც ცოლ-ქმარს პირში ჩვრები ჰქონდათ ჩატენილი და რკინის ჯოხებით იყვნენ ნაცემი – რას ყვებიან გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე

გარდაბანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მეზობლები ყვებიან, რომ გვიან ღამემდე სახლში შუქი არ ანთებულა და მათი ეჭვი სწორედ ამან გამოიწვია. მოხუცებს ეძახდნენ, თუმცა ვერ გააგონეს და სახლში შესულებს საზარელი სურათი დახვდათ. 84 წლის სკანდარ მუსაევის ცხედარი საპირფარეშოში, 80 წელს გადაცილებული მისი მეუღლის, შაფიკა მუსაევას ცხედარი კი სააბაზანოში იპოვეს. თვითმხილველების მონათხრობით, ცხედრებს სასტიკი […]

მე-2 სართულიდან გადავარდნილი 2 წლის ბიჭუნა გადარჩა

ასპინძაში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადავარდა. მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლებვევი უტარდება. როგორც ექიმები აცხადებენ, 2 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ნიუპოსტი

შურისძიება 30 წლის წინ მოკლული ბიძის გამო – კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, ნაზირ კულბანოვი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს, შემდეგ კი პოლიციელებმა ის მკვლელობის ადგილზე მიიყვანეს, სადაც სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ბრალდებულმა სავარაუდოდ, პოლიციას მკვლელობის იარაღიც აჩვენა. როგორც ირკვევა, ბაირამოვების და კულბანოვების ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა გულბანოვის ბიძა მოკლა. ადგილობრივების მონაყოლის […]