მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული: ,,მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია”

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული: ,,მზად ვარ, ამ ბავშვზე ვიზრუნო, თუ ჩემი შვილია"ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი, რო­მე­ლიც 40 წლის მა­მა­კაცს მო­ზარ­დის მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, მო­ძა­ლა­დის დას­ჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისი­ნი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აპი­რე­ბენ ან­გა­რიშწო­რე­ბას. გო­გო­ნამ მო­ძა­ლა­დის­გან ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახალ­შო­ბილ­ზე უარს ამ­ბო­ბენ, რის გა­მოც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ტო­ვეს.

არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის ვერ­სი­ას იზი­ა­რე­ბენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბიც. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ხში­რად ნას­ვამი იყო.

ბრალ­დე­ბუ­ლი ­კა­ცი მომ­ხდარს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ 16 წლის გო­გო­ნას ოჯა­ხი 10 ათას ლარს სთხოვდა, უა­რის შემ­თხვე­ვა­ში კი ჩი­ვი­ლით და­ე­მუქ­რა.

-მე­ზობ­ლე­ბი ვართ, სულ პა­ტა­რაოაბი­დან მო­დი­ო­და და აქ რჩე­ბო­და ხოლ­მე. არ მახ­სოვს. რო­მელ დღე­ზე ლა­პა­რა­კობს. ოჯახ­მა კი მი­თხრა, თუ გინ­და, შენ არ და­გაბ­რა­ლოთ, 10 ათა­სი ლარი მოგ­ვე­ციო. მზად ვარ, პოლ­ცი­ა­ში ვი­ა­რო, მზად ვარ, და­მი­ჭი­რონ და იმის­თვი­საც მზად ვარ, ამ ბავ­შვზე ვიზ­რუ­ნო, თუ ჩემი შვი­ლია, – აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი.

40 წლის ­კა­ცი ასე­ვე ურ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ოჯახს, გა­ჩუ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ზარ­დი გო­გო­ნას სა­კუ­თარ 14 წლის ვაჟ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

ინტერპრესნიუსი