,,მკვლელებს კარზე დაუწერიათ: ,,გელოდებით”… ქალი ქამრით არის დამხრჩვალი, კაცის ამოცნობა შეუძლებელია” – სასტიკი მკვლელობა გარდაბანში

,,მკვლელებს კარზე დაუწერიათ: ,,გელოდებით"... ქალი ქამრით არის დამხრჩვალი, კაცის ამოცნობა შეუძლებელია" - სასტიკი მკვლელობა გარდაბანშისასტიკი მკვლელობა გარდაბანში – სოფელ ქაფანახში ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც ირკვევა, გუშინ ხანშიშესული ცოლ-ქმარი, ისკანდარ და შაფიგა მუსაევები საკუთარ სახლში მოკლეს.

როგორც ,,ნიუპოსტს” ადგილობრივებმა განუცხადეს, 78 წლის ქალი ქამრით არის გაგუდული. 88 წლამდე მამაკაცს კი ჭრილობები თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცის იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია.

ადგილობრივები “ნიუპოსტთან” არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.
-საზარელი სურათი ვნახე, მამაკაცის ცხედარი დასისხლიანებულია. როგორც ამბობენ, ქალი ქამრით არის დამხრჩვალი. მკვლელებს სახლის კარზე დაუწერიათ : ,,გელოდები”. ალბათ მოკლულის შვილს მიმართავენ, ის მოსკოვში ბიზნესით არის დაკავებული, – გვითხრა ადგილობრივმა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ნიუპოსტი