კასპში მამაკაცი მოკლეს და მისი ცოლი დაჭრეს

კასპში მამაკაცი მოკლეს და მისი ცოლი დაჭრესკასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შუახნის მამაკაცი მოკლეს.

კასპის მერის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ სროლის ხმა სოფელში წუხელ ღამით, დაახლოებით 2 საათზე გაიგეს.

მისივე თქმით, დაჭრილია მოკლული მამაკაცია მეუღლე, რომელიც კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი