31 წლის ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახი გორის ჰოსპიტალის ექიმებს ადანაშაულებს

31 წლის ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახი გორის ჰოსპიტალის ექიმებს ადანაშაულებსგორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.

ლევან ჯიოშვილი სამედიცინო დაწესებულებაში ორი დღის წინ დააწვინეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს: „მამაკაცს ფილტვების ანთება ჰქონდა, რის გამოც მოხდა სტაციონარში განთავსება, მისი მდგომარეობა გართულდა და რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა“.

„პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელ გიორგი ბერიანიძეს დაუკავშირდა.

„არ ვიცით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ლევანი ჰოსპიტალში საკუთარი ფეხით მივიდა, მხარი სტკიოდა, ექიმებმა კი დააწვინეს. ამ დრომდე არ ვიცით მისი გარდაცვალების მიზეზი, არაფერს გვეუბნებიან“, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

31 წლის მამაკაცს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ექსპერტიზას უტარებენ რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.

პრაიმტაიმი, ავტორი მახო მიქელაძე