ტრანგენდერი კაცისთვის, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე უარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საჩივრით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრი“ მიმართავენ. მომჩივანი ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად მიიჩნევს. 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით, მისი სამედიცინო დიაგნოზია “ტრანსსექსუალიზმი”. ამჟამად ნიკოლო ღვინიაშვილის მეორეადი […]
კატეგორია: სამართალი
შაურმით მოწამლული 22 წლის ირაკლი თოფურია პარალიზებულია
22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო პარალიზებულია. სპორტსმენის დედა შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მანანა გოროზიას თქმით, შვილი შაურმით მოეწამლა. ,,საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს ექიმმა უთხრა, რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი, – განუცხადა ,,მთავარს” გოროზიამ. ეს დაავადება 100.000 ადამიანიდან ერთს […]
ჩვილის საქმეში ბრალდებულის ქმრის სასამართლო დასრულდა
გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. მან ასევე დაკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის სრულად დახურვის თაობაზე. პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი დვალიშვილისთვის აღკვეთის სახით 5000 ლარის გირაოს, ადვოკატები გიორგი სიმონიშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი კი მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების […]
,,ცოლი სასაფლაოზე მოკლა და ცხედარი საბარგულში ჩადო” – სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობის გამო
16 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში 30 წლის მამაკაცმა, ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, შემდეგ ცხედარი პოლიციაში მიასვენა და თავადაც ბრალის აღიარებით პოლიციას ჩაბარდა. სოფელში მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას ამბობს ჩვენებაში თავად ბრალდებული ილგარ ნასიბოვი. ახალგაზრდა წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათგან უმცროსი 7 თვისაა. მერიის წარმომადგენელი სოფელ ტალავერში ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, […]
თურქეთში 8 ქართველი ქალი პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს
თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ. პოლიციამ რამდენიმე კლუბსა და სასტუმროში ოპერაცია ჩაატარა და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეებიც.
ხაშურში 30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ განქორწინების დღეს მოკლა
11 ოქტომბერს ხაშურში ტრაგედია მოხდა. 30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ მძიმედ დაჭრა. ქალი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცმა დღის 12 საათზე ყოფილი ცოლის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო. მას შემდეგ, რაც ხელყუმბარა არ აფეთქდა, ირაკლი დეკანოიძე მაღაზიის შენობაში შევიდა და ქალს ავტომატის კონდახით თავში ცემა დაუწყო. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ნათია […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: “პროკურატურაში რომ არ მიბარებენ, გული მწყდება”
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გამოსაკითხთა სიაში მე რომ ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს კითხავენ. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიის გამო, ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. „მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, […]
ეკა ჩხეიძე: ”სანამ დავრეკავ და პოლიცია მოვა, ის კაცი ხომ არ დაიცდის?” – მსახიობი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს
მსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ მსახიობმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება. როგორც ჩხეიძე ამბობს, სამაჯური, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულს დაუმაგრონ, არ არსებობს. „დასაჭერად მეცოდება ადამიანი და გამოსავალი მინდა, რომ თავი დაცულად […]
”ცოლად გამომყევი, თორემ თავს მოვიკლავ” – ვინ გაისროლა მსახიობ ეკა ჩხეიძის სახლთან
მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელეს. როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა. […]
18 წლის ბიჭი წყალტუბოში კორპუსიდან გადახტა, ქუთაისში დედამისმა იგივე გააკეთა
წყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ნაცნობებს ეჭვი აქვთ, რომ ის ინტერნეტ თამაშ ,,ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა. ბიჭის დედა უცხოეთიდან 30 სექტემბერს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა. პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო […]










