18 წლის ბიჭი წყალტუბოში კორპუსიდან გადახტა, ქუთაისში დედამისმა იგივე გააკეთა

18 წლის ბიჭი წყალტუბოში კორპუსიდან გადახტა, ქუთაისში დედამისმა იგივე გააკეთაწყალტუბოში 18 წლის ბიჭი ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ნაცნობებს ეჭვი აქვთ, რომ ის ინტერნეტ თამაშ ,,ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.

ბიჭის დედა უცხოეთიდან 30 სექტემბერს დაბრუნდა. ბიჭის სიკვდილი შეიტყო და ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსიდან გადახტა და დაიღუპა.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, სადაც ახალგაზრდა სწავლობდა, ამბობს რომ გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა სახლში ფურცელი იპოვა, სადაც საეჭვო ჩანაწერები იყო.

ფაქიზო ფანჩულიძე ყვება, რომ ბიჭი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს იშვიათად დადიოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება.

იმედინიუსი