ხაშურში 30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ განქორწინების დღეს მოკლა

ხაშურში 30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ განქორწინების დღეს მოკლა11 ოქტომბერს ხაშურში ტრაგედია მოხდა.

30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ მძიმედ დაჭრა. ქალი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცმა დღის 12 საათზე ყოფილი ცოლის სამსახურში ხელყუმბარა  შეაგდო. მას შემდეგ, რაც ხელყუმბარა არ აფეთქდა, ირაკლი დეკანოიძე მაღაზიის შენობაში შევიდა და ქალს ავტომატის კონდახით თავში ცემა დაუწყო. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ნათია გოგალაძემ მაღაზიიდან გამოსვლა შეძლო, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიასთან დაეცა. თავდამსხმელი ყოფილ ცოლს გამოჰყვა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მაღაზიების და ქუჩის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

სროლის შემდეგ მამაკაცი გაიქცა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის დასახმარებლად მოსახლეობამ სასწრაფო გამოიძახა. ნათია გოგალაძე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა, თავის ქალის მრავლობითი მოტეხილობებით, 32 წლის ქალი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. ცხედარი საავადმყოფოდან გორის პროზექტურაში, ექსპერტიზაზე, გადაასვენეს.

ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსის, თეა კორკოტაძის ინფორმაციით,  ჰოსპიტალში შეყვანისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში იყო, ხოლო თავის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

გახსნილი ხელყუმბარა მაღაზიაში პოლიციამ იპოვა, რის შემდეგაც გამნაღმველების გამოძახება და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გადაიკეტა თამარ მეფის გამზირი. ოპერატიული ჯგუფები ხელყუმბარის გაუვნებელყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ხაშურში 30 წლის ნათია გოგალაძე ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ განქორწინების დღეს მოკლარო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, დე­კა­ნო­ი­ძის ოჯა­ხი წლე­ბის წინ ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში ცხოვ­რობ­და. 16 წლის წინ ირაკლის მამამ თა­ნა­სოფ­ლე­ლი მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან წა­მო­ვი­და და ხა­შურ­ში და­სახ­ლდა. ირაკ­ლი დე­კა­ნო­ი­ძის მა­მამ მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯე­ლი 14 წელი მო­ი­ხა­და და ისიც ხა­შურ­ში ჩა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ამბებთან სა­უ­ბარ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ 30 წლის მა­მა­კა­ცი ყო­ფილ ცოლ­ზე მუდ­მი­ვად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ამ­ბობ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბას თა­ვად მო­ი­პო­ვებ­და.

“მას შემ­დეგ, რაც დე­კა­ნო­ი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აგა­რი­დან გად­მო­სახ­ლდა, ირაკ­ლი ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო. აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ ყო­ფილ ცოლ­ზე სულ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, კონ­ფლიქ­ტიც ხში­რად ჰქონ­დათ. დღეს უნდა გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. ნა­თი­ას ეუბ­ნე­ბო­და, გან­ქორ­წი­ნე­ბას თუ გა­ვა­კე­თებთ, ყვე­ლა­ფერს ვი­ზამ, რომ ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა მე მო­ვი­პო­ვოო” – ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ირაკლი დეკანოიძე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.