შაურმით მოწამლული 22 წლის ირაკლი თოფურია პარალიზებულია

შაურმით მოწამლული 22 წლის ირაკლი თოფურია პარალიზებულია22 წლის სპორტსმენი ირაკლი თოფურია შაურმის ინტოქსიკაციის გამო პარალიზებულია. სპორტსმენის დედა შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მანანა გოროზიას თქმით, შვილი შაურმით მოეწამლა.

,,საშაურმიდან დაბრუნების შემდეგ დიარეა და სიცხე ჰქონდა. მესამე დღეს ექიმმა უთხრა, რომ ინტოქსიკაცია იყო და გადაიყვანეს სააავადმყოფოში. გარკვეული დროის შემდეგ დადგინდა, რომ მოწამვლამ გამოიწვია სინდრომი გენაბარი, – განუცხადა ,,მთავარს” გოროზიამ.

ეს დაავადება 100.000 ადამიანიდან ერთს ემართება. ესაა ბაქტერია, რომელიც მთელ ორგანიზმს პარალიზებულს ხდის. დედა შვილის სიცოცლის გადასარჩენად იბრძოდა.  მან ცხელ ხაზზე დარეკა და პასუხად მიიღო ის, რომ აღნიშნული ობიექტი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით და დაიხურა.

დედამისის თქმით, ბიჭი ახლა რეაბილიტაციას გადის, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.