ნანუკა ჟორჟოლიანი: “პროკურატურაში რომ არ მიბარებენ, გული მწყდება”

ნანუკა ჟორჟოლიანი: "პროკურატურაში რომ არ მიბარებენ, გული მწყდება"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, გამოსაკითხთა სიაში მე რომ ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ამ წუთებში „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ნოდარ მელაძეს კითხავენ.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიის გამო, ჟურნალისტების გამოკითხვაზე დაბარება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

„მე ვფიქრობ, რომ პროკურატურა ერთობა, მოიწყინეს, გასართობი საქმე აღარ აქვთ და ერთობიან. ნიკა გვარამიას საქმე მაინც სხვაა და გასაგებია, ვიდრე „მთავარი” ეთერში შევიდოდა, თითს გვიქნევდნენ, მაგრამ ჟურნალისტი დაიბარო იმის გამო, რომ მას პრემია გამოუწერეს, ვფიქრობ, აბსოლუტურად დიდ უსაქმურობასთან გვაქვს საქმე. პროკურატურამ ზუსტად იცის, რომ ამით ვერც ნოდარ მელაძეს შეაშინებს, ვერც სხვებს. გაბუნიას და მელაძეს სასაცილოდ არ ჰყოფნით, რომ პრემიების გამო იბარებენ. არ მგონია, რომ ამით ჩვენ ხელს გვიწევდნენ. მგონია, რონ უნდათ მუდმივად “მთავარის” თემა მუსირებდეს. სხვა ლოგიკას არ ექვემდებარება და არაფერში წერია ეს. რომელ ქვეყანაში შეიძლება ვინმეს თავში აზრად მოუვიდეს, რომ ვინმემ პრემია გამომიწეროს და დაკითხვაზე დამიბარონ. სხვათა შორის, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ მე ვერ მოვხვდი სიაში, იმიტომ რომ მთავარი სახეები არიან და მე – არა. ამაზე პროკურატურას პასუხის გაცემა მოუწევს”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი