დათო საგინაძის, მარიკა მესაქრიშვილის და ლელა გუბელაძის ახლობლებს ვაზიანში, მათ საცხოვრებელ სახლში საზარელი სურათი დახვდათ. ოთახში ეგდო ლელა გუბელაძე, როგორც ამბობენ, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, მისი ქალიშვილი მარიკა მესაქრიშვილის ცხედარიც აივანთან ძირს დაგდებული იპოვეს, მასაც დანით აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო აბაზანაში აღმოაჩინეს დავით საგინაძის ცხედარი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სამზარეულოს დანით მოკლა ცოლი, […]
კატეგორია: სამართალი
ყოფილი დეპუტატის შვილი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 10-მდე პირია დაკავებული, მათ შორისაა ყოფილი დეპუტატის, თემურ ჟორჟოლიანის შვილი, 30 წლის ბექა ჟორჟოლიანი. სპეცოპერაცია მედიის თანდასწრებით ჩატარდა. ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ, რა კავშირი ჰქონდა ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, […]
კაცმა ცოლს და სიდედრს დანა ყელში დაარტყა
ვაზიანის სამხედრო დასახლებაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. როგორც ადგილობრივი „ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, კაცმა ცოლს და სიდედრს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამბები.ჯი
გორის მერიის თანამშრომელი ცოლის ცემის გამო დააპატიმრეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელიც ორ ა(ა)იპ-ში მუშაობს, ცოლის ცემის გამო დააკავეს. ფარნა მახოხაშვილმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციისთვის, მახოხაშვილი გორის მერიის კულტურისა და ტრანსპორტის სააგენტოებშია დასაქმებული. მას ორივე სამსახურში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიცია უკავია. რადიო მოზაიკა
,,ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა” – ლალი ტურძელაძე
სანზონაში მოკლულ 17 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს. -სახლში ვიყავი, თუმცა, საქმის კურსში ვარ, უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის […]
,,მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ საძილე წამალს იღებდა” – მარიამ ჯიშკარიანი
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში რატომ დაუნიშნეს ფსიქოტროპული მედიკამენტი, სამედიცინო ბარათიდანაც არ ირკვევა. -მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს, მაგრამ მან იცოდა, რომ ეს პრეპარატი იყო საძილე. როდესაც ჩვენ მოვხსენით ეს პრეპარატი 27 ნოემბერს, მან მეორე დღესვე იგრძნო ცვლილება. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და შეძლო სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ამჟამად, […]
სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
თბილისში, სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე 17 წლის ბიჭი მოკლეს. ,,პირველის” ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს. ის მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა სისხლიან გარჩევაში. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული. ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ნივთმტკიცებებს ეძებენ. ადგილობრივების […]
თბილისში 15 წლის ბიჭი მოკლეს
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 15 წლის ბავშვი. მკვლელობა სანზონაში მოხდა. მარიამ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა ეს იყო სისხლიანი გარჩევა. კიდევ ერთი მოზარდი დაჭრილია. შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ მოზარდის გარდაცვალებას.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გლდანის ციხეში 32 წლის პატიმარი გარდაიცვალა
გლდანის ციხეში პატიმარი, 32 წლის იგორ გრიგორენკო გარდაიცვალა. ბრალდებულის ადვოკატის, ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, ის ხშირად იყო პატიმრების მხრიდან თავდასხმის ობიქეტი. შეხვედრებისას ის აფიქსირებდა სურვილს, რომ გადაეყვანათ სამარტოვო საგანში. ადვოკატი ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესაბასაც. გამოძიება ედავებოდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას. გრიგორენკო ბრალს აღიარებდა.










