გორში ტომას კენედი მოკლეს – სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს

გორში ტომას კენედი მოკლეს - სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდესსაქართველოში კიდევ ერთი ტურისტი მოკლეს. გორში 28 წლის ტომას კენედს 4 ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა. სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს. ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარემ გამორიყა.

პოლიციამ 5 პირი დააკავა, რომლებიც ტურისტის მკვლელობაში არიან ბრალდებული.
პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 28 წლის ტომას კენედიც შეუერთდა.

ბრალდებულებმა მოგვიანებით, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს:

,,რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და კენედს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.” – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა და ურთიერთობა ჰქონდა ქუჩის მუსიკოსებთან. სწორედ ქუჩის მუსიკოსები არიან დაკავებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით.