40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი გლდანის ციხეში გარდაიცვალა – გიორგი ფასეიშვილის საბედისწერო პროტესტი

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი გლდანის ციხეში გარდაიცვალა - გიორგი ფასეიშვილის საბედისწერო პროტესტი2018 წელს გლდანის ციხეში 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. ის 40 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

,,40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. პროტესტის ამ ფორმით გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ბრალდებული მუდმივი ყურადღების ქვეშ იყო, თუმცა ის ყველანაირ დახმარებაზე უარს აცხადებდა, მათ შორის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე”, – წერდნენ და ამბობდნენ მედიასაშუალებები 2018 წელს.