კუმისის ტბასთან წითელ წიგნში შეტანილი ბექობის არწივი მოკლეს

კუმისის ტბასთან წითელ წიგნში შეტანილი ბექობის არწივი მოკლესკუმისის ტბასთან წითელ წიგნში შეტანილი ბექობის არწივი მოკლეს. ამის შესახებ ,,საბუკოს” ფეისბუქგვერდი წერს:

,,დღეს კუმისის ტბის მიმდებარედ მკვდარი ბექობის არწივი ვიპოვეთ. რენტგენის სურათმა არწივის სხეულში საფანტის ტყვიები აჩვენა, რაც ბრაკონიერობის ფაქტს ადასტურებს. არწივს მოკვეთილი ჰქონდა მარჯვენა ფეხიც,რაც გვაფიქრებინებს, რომ ბრაკონიერმა ,,საბუკოს” მიერ დარგოლილი ფრინველი მოკლა და ფეხი რგოლის მოხსნის მიზნით მოაჭრა.

გარდა იმისა, რომ წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, ეს ფაქტი იმის პირდაპირი მტკიცებულებაცაა, რომ ნადირობის სეზონზე სათანადო მონიტორინგი ფრინველებისთვის მნიშვნელოვან ისეთ მარტივად მისადგომ ტერიტორიაზეც არ ხდება, როგორიც კუმისის ტბაა…

ბექობის არწივი საქართველოს წითელ ნუსხით დაცული სახეობაა, რომელსაც მოწყვლადის სტატუსი აქვს მინიჭებული. მის კონსერვაციაზე ,,საბუკო” 2016 წლიდან მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, სახეობის რიცხოვნობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არალეგალური ნადირობაა.

ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად კუმისის ტბაზე, როგორც ფრინველთა მნიშვნელოვანი ტერიტორიაზე, უნდა მოხდეს ნადირობის აკრძალვა. მანამდე კი, ,,საბუკო” კიდევ ერთხელ მოუწოდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს მონიტორინგის გაძლიერებისა და გამოვლენილ კანონდარღვევებზე სათანადო რეაგირებისკენ.
თითოეული დღე და ქმედება, წითელი ნუსხით დაცული სახეობის არსებობისათვის, გადამწყვეტია”.