საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალზე“ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის ,,რეკლამისტია” -ჩემი განწყობაა, რომ ამ რეგიონს აქვს პოტენციალი და მე მგონი, ძალიან მიმზიდველი ტურიზმებისთვის. მე ვთვლი, რომ ნებისმიერირ ჩემი გასვლა, ჩემი ვიზიტი უცხოეთში, ჩემი აქ ჩამოსვლა ასევე, არის, ერთ-ერთი ფორმა რეკლამის. მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან კარგი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი და გუბაზ სანიკიძე ერთიანდებიან
ოქრუაშვილი დაანონსებულ პარტიას ქმნის. ცნობილი გახდა, რომ პრეზენტაცია 11 ივნისს 15 საათზე ,,შერატონში” გაიმართება. ოქრუაშვილის პარტიის სახელწოდება და შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ,,თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, რომ გუბაზ სანიკიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გუნდში მთავარი ფიგურა იქნება. ოქრუაშვილი არც პარტიის თავმჯდომარის პოსტზე აცხადებს პრეტენზიას. თაიმერი
ბახტაძე: ,,შევეცდები, საქართველო სამი რიცხვით დაგამახსოვროთ – 1, 28, 8000″
,,საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი – სამხრეთს, უძველესი ტრადიციები – ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. -შევეცდები, სამი რიცხვით დაგამახსოვროთ საქართველო: ესენია 1, 28 და 8000. პირველი რიცხვია […]
,,მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები მიმდინარეობს მის ორგანიზმში” – მინისტრის მოადგილის ხმაურიანი განცხადებები
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულიად ახალი საგანი “მოქალაქეობა” შევა. გარდა ამისა, მოსწავლეები დაიწყებენ ფინანსური განათლების მიღებას, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებით, საფუძველი ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რეფორმის მიზანია, რომ მოსწავლეებმა მომავალში არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებში ახალი […]
,,აბა, შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი?! დავნიშნე, დიახ!” – სულიკო ბლადაძე ნეპოტიზმზე
„რას ჰქვია ნეპოტიზმი? ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? აბა, შენს ცოლისძმას ხომ არ დავნიშნავდი, ვერ გავიგე?! დავნიშნე, დიახ! მოვედი აქ, შევხედე, ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ცოლისძმა და დავნიშნე. რა არის ამაში ცუდი?“, – განაცხადა „ქობულეთის სანდასუფთავების“ დირექტორმა, სულიკო ბლადაძემ ნეპოტიზმთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე – იხილეთ ტვ 25-ის ვიდეო.
ირმა ინაშვილი ,,ოცნებას”: ,,ახია თქვენზე, ერთი მაინც გაექაჩეთ” – ვიდეო
,,ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე, ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ, გაიყვანოთ დარბაზიდან და სათქმელი პირში უთხრათ. მაგის თავიც არ გაქვთ. სირცხვილი ყველას”, – ირმა ინაშვილი ,,ქართული ოცნების” დეპუტატ მამაკაცებს მიმართავს – ვიდეო https://www.facebook.com/tvpirveli/videos/442041589678840/?t=2
შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,დავითგარეჯის წმინდა მიწის ერთი მილიმეტრის გადაცემაც კი არ გაბედო!”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ დავითგარეჯის ერთი მილიმეტრის გადაცემას კი არ გაბედოს აზერბაიჯანისთვის. -ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის, დავითგარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის სხდომა. სახალხოდ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნესპარტნიორ ბიძინა ივანიშვილს: არ გაბედო ერთი მილიმეტრი ამ წმინდა, ქართული სივრცის გადაცემა, თორემ შენ და შენს შთამომავლობას ისეთი რისხვა […]
ხაინდრავა რულოვსზე: ,,დედა მიატოვა თავშესაფარში, გაუგებარია, რა აკავშირებს საქართველოსთან”
„რა აკავშირებს სანდრა რულოვსს ზუგდიდთან და საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია“, – ამბობს გოგა ხაინდრავა სანდრა რულოვსზე და იქვე აღნიშნავს: -ჰოლანდიის მოქალაქეა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ თავის ქმართან ერთად აშშ-ში ტკბილად იცხოვროს. ორი შვილი და დედა მიატოვა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, თვითონ კი ზუგდიდში მერობისთვის იბრძოდა. რომელ ლოგიკაში ჯდება. რა უნდა საერთოდ ამ ქალბატონს, რა […]
გია ხუხაშვილი: ,,ოცნება და ნაციონალები კვებავენ ერთმანეთს და ინაწილებენ ძალაუფლებას”
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილს თუ სურს ,,ქართულ ოცნებას” პრობლემები შეუქმნას, უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ მან ,,პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმის” ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას და პირადად ის არ გაჩერდება: ,,ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ, რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები […]
ვახტანგ ძაბირაძე: ,,სააკაშვილი ან ,,ოცნებასთანაა” გარიგებული, ან ძალიან ეჩქარება”
19 მაისის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა. ვახტანგ ძაბირაძე: – დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხანდახან სააკაშვილის გამოსვლა უფრო ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს, ვიდრე ოპოზიციის. მხედველობაში მაქვს 19 მაისის შუადღეს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ნაციონალები“ ქუჩაში გამოვიდოდნენ. შესაძლოა, „ნაცმოძრაობის აქტივი მზადაა, საპროტესტო აქციები დაიწყონ, მაგრამ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას […]










