შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,დავითგარეჯის წმინდა მიწის ერთი მილიმეტრის გადაცემაც კი არ გაბედო!”

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,დავითგარეჯის წმინდა მიწის ერთი მილიმეტრის გადაცემაც კი არ გაბედო!"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს, რომ დავითგარეჯის ერთი მილიმეტრის გადაცემას კი არ გაბედოს აზერბაიჯანისთვის.

-ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის, დავითგარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის სხდომა.

სახალხოდ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნესპარტნიორ ბიძინა ივანიშვილს: არ გაბედო ერთი მილიმეტრი ამ წმინდა, ქართული სივრცის გადაცემა, თორემ შენ და შენს შთამომავლობას ისეთი რისხვა დაგატყდებათ, როგორიც შენს სულიერ-გენეტიკურ წინაპარ სერგო ორჯინიკიძესაც კი არ უნახავს, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.