გია ხუხაშვილი: ,,ოცნება და ნაციონალები კვებავენ ერთმანეთს და ინაწილებენ ძალაუფლებას”

გია ხუხაშვილი: ,,ოცნება და ნაციონალები კვებავენ ერთმანეთს და ინაწილებენ ძალაუფლებას"ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილს თუ სურს ,,ქარ­თულ ოც­ნე­ბას” პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას, უნდა გა­ჩერ­დეს. ამის შე­სა­ხებ მან ,,პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუ­მის” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ ოპო­ზი­ცია არ აპი­რებს გა­ჩე­რე­ბას და პი­რა­დად ის არ გა­ჩერ­დე­ბა:

,,ეს არ არის გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბე­რი, როცა მი­ვი­ღეთ, რაც იყო. ვერ ეღირ­სე­ბი­ან. ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. მე არ გავ­ჩერ­დე­ბი არც ერთი წა­მით, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვილს არ ჩა­მო­ვა­შო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლო­ბას” – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გია ხუხაშვილი:
-მი­შას გა­ჩე­რე­ბა მე არ ვიცი, რას ნიშ­ნავს, გა­ჩე­რე­ბუ­ლი ეს კაცი არა­ვის უნა­ხავს, სულ მოძ­რა­ობს. სხვა სა­კი­თხია, რა ჯო­ბია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად… მე მი­შას ვურ­ჩევ­დი, თუ უნდა პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტის შექ­მნა და ,,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა, უნდა გა­ჩერ­დეს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ჩე­რე­ბით ბევ­რად მიღ­წე­ვა­დი იქ­ნე­ბა ის შე­დე­გი, რაც მას უნდა, ვიდ­რე არ­გა­ჩე­რე­ბით. ეს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, არ აძ­ლევს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს გახ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ცენ­ტრე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

,,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ერ­თგვარ სიმ­ბი­ო­ზად ჩა­მო­ყა­ლიბ­და – ისი­ნი კვე­ბა­ვენ ერ­თმა­ნეთს, ავ­სე­ბენ და ინა­წი­ლე­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. ამით ორი­ვე თა­ვის ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს – “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ხოლო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ინარ­ჩუ­ნებს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის სტა­ტუსს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სი­დან ორი­ვეს თა­ვიანთი დი­ვი­დენ­დები აქვს.

თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მარ­თლა უნდა პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას ,,ოც­ნე­ბას”, წა­ვი­დეს და თა­ნაც, მას შე­უძ­ლია კა­ცუ­რად წა­ვი­დეს – მი­მარ­თოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და უთხრას: მოდი, ერ­თად წა­ვი­დეთ! აი ეს იქ­ნე­ბა მის­გან ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი. შე­უძ­ლი­ათ წა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე ნე­იტ­რა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, არც საფ­რან­გეთ­ში და არც ჰო­ლან­დი­ა­ში.