ხაინდრავა რულოვსზე: ,,დედა მიატოვა თავშესაფარში, გაუგებარია, რა აკავშირებს საქართველოსთან”

ხაინდრავა რულოვსზე: ,,დედა მიატოვა თავშესაფარში, გაუგებარია, რა აკავშირებს საქართველოსთან"„რა აკავშირებს სანდრა რულოვსს ზუგდიდთან და საქართველოსთან, ჩემთვის გაუგებარია“, – ამბობს გოგა ხაინდრავა  სანდრა რულოვსზე და იქვე აღნიშნავს:

-ჰოლანდიის მოქალაქეა და საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გააჩნია, რომ თავის ქმართან ერთად აშშ-ში ტკბილად იცხოვროს. ორი შვილი და დედა მიატოვა, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, თვითონ კი ზუგდიდში მერობისთვის იბრძოდა. რომელ ლოგიკაში ჯდება. რა უნდა საერთოდ ამ ქალბატონს, რა ზუგდიდის მერობა აუტყდა. ან რომელი პოლიტიკური მოღვაწე და სამეურნეო მუშაკი ეგ არის. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს გადაფრინდებიან ესენი და ამათი „დუხი“ აღარ იქნება აქ, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

პრაიმტაიმი