კატეგორია: პოლიტიკა

ივანიშვილი კვირიკაშვილს პარტიის შექმნას აძალებს

ამ ზაფხულს საქართველო არ მოიწყენს, წინ დიდი გაწევ-გამოწევები და რამდენიმე ახალი პარტია გველოდება. შესაქმნელად გამზადებულ პარტიებს მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე ექნებათ პრეტენზია. “ოცნებიდან” წამოსულები რომ ახალი პარტიის შექმნას აპირებენ, ეს სიახლე არ არის. თავიდან იყო მოსაზრება, რომ ისინი “დაიცავი საქართველოში” გაწევრიანდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცველებიც ახლო წარსულში “ოცნებას” ადიდებდნენ და ივანიშვილს იცავდნენ….  ,,ოცნების” კულუარებში დარწმუნებული […]

2 წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საპენსიო ასაკის პედაგოგებს პროფესიაში დარჩენის ან სკოლიდან წასვლის პირობები შესთავაზა. ამ პირობების მიხედვით, პედაგოგი, რომელიც ვერ დაადასტურებს საგნობრივ კომპეტენციას, ის სკოლას დატოვებს. მეორე პირობის მიხედვით, პენსიონერ პედაგოგს შეუძლია აიღოს სამინისტროსგან შეთავაზებული ფულადი ჯილდო (ორი წლის ხელფასი) და დატოვოს სკოლა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პედაგოგი ვერ ადასტურებს საგნობრივ […]

შეიძლება სამარშუტო ტაქსები აიკრძალოს – კახა კალაძის განცხადება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დროში გახდება ცნობილი თუ როგორ გადალაგდება ქალაქში ტრანსპორტი. ამის შესახებ კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, შესაბამის კვლევას ფრანგული კომპანია აწარმოებს და უახლოეს დროში გახდება ცნობილი, საჭიროა თუ არა სამარშუტო ტაქსები. -სამარშუტო ტაქსებს რაც შეეხება, ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ […]

გაფრთხილება ისრაელში მცხოვრებ ქართველებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს: ,,ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. […]

პირველ ეტაპზე 18 თვით შეაჩერებენ უვიზო მიმოსვლას

რეალური საფრთხე თუ საქართველოს მოქალაქეებში შიშის გაჩენის მცდელობა – რას ნიშნავს ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე ღიად ამბობს, რომ ქართული მხარე ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად უვიზო რეაჟიმის შენარჩუნებისთვის აქტიურად მუშაობს. „ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩინოთ“, – აცხადებს […]

ზაქარია ქუცნაშვილი ემიგრანტ ქალებს გადასწვდა – ,,უსიყვარულოდ ქორწინდებიან, რომ იქ ცხოვრების უფლება მოიპოვონ” – ვიდეო

,,პრობლემაა უსიყვარულოდ, ანგარებით შექმნილი ოჯახები” – განაცხადა უმრავლესობის დეპუატატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,პალიტრანიუსის” ეთერში. მის ამ განცხადებებს დიდი აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელში. წერენ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე იფიქრონ, რომ ქართველ ქალებს უცხო მიწაზე მძიმე შრომით არ უწევდეთ ოჯახების რჩენა, მათ აკრიტიკებს და პირად გადაწყვეტილებებს უწუნებს, მათ პირად სივრცეში იჭრება. -ჩემთვის ეს პრობლემაა. ქალბატონები […]

კალაძე ზურაბიშვილს გაემიჯნა – ,,ის არ არის ,,ოცნების” წევრი”

საქართველოში ამერიკული ბაზის აშენების უარყოფითი შედეგების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მას პრეზიდენტი განცხადება არ მოუსმენია. როგორც კახა კალაძემ განცხადა, კონკრეტულად ამერიკული ბაზის აშენების თაობაზე საუბარი და განხილვა მმართველ გუნდში არ ყოფილა, თუმცა ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი […]

ზაზა პაპუაშვილს ცხვირში ნიკა მელიას მუშტი მოხვდა – ,,მისაღები მიიღო და კიდევ მიიღებს”

პარლამენტის ფოიეში კამერების მიღმა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიასა და დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ნიკა მელია იცით, რაც არის და ვინც არის. გამოიწვია ის, რომ ეს მომხდარიყო – მიკროფონები და კამერა. რაც მისაღებია, მიიღო და კიდევ მიიღებს თავისი უზრდელობის და უტაქტობისთვის. არჩევნები ახლოვდება და ამ თემების აწევა უნდა”, – განმარტა პაპუაშვილმა. მედიამ […]

გორის მფარველ ოქონის ხატს ოსები გვედავებიან – ქართველების სიწმინდე კრისტის აუქციონზე 2 მილიონ დოლარად შეფასდა

გასულ წელს ჟენევის საერთაშორისო  დისკუსიების მორიგ რაუნდზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საქართველოში არსებული ოქონის ხატის ცხინვალში დაბრუნების საკითხი დააყენა. უკვე რამდენიმე წელია, ოსური მხარე თბილისისგან ითხოვს 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან დაკარგული ხატის დაბრუნებას, ამ საკითხს წლების განმავლობაში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სხვადასხვა შეხვედრების დროს აყენებს. ოსური მხარის მოთხოვნით, […]

გუბაზ სანიკიძე: ,,ბოდიშს გიხდით, 2012 წელს არჩევნებზე რა ტყუილებიც ვილაპარაკე” – ვიდეო

გუბაზ სანიკიძე: მე მინდა, ოფიციალურად მოგიხადოთ ბოდიში, 2012 წელს არჩევნებზე რა ტყუილებიც ვილაპარაკე. დავით აქუბარდია: კი არ ილაპარაკე, შენც მოტყუვდი. მეც მოვტყუვდი, მეც მეგონა, რაღაც იქნებოდა. გუბაზ სანიკიძე: ბევრი ტყული ვილაპარაკე, ძალიან განვიცდი ამას… ქუთაისში ტყუილები მალაპარაკა ბიძინამ… (იხილეთ ვიდეო). https://youtu.be/JKIuz0Bo7Jg?t=5