,,მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები მიმდინარეობს მის ორგანიზმში” – მინისტრის მოადგილის ხმაურიანი განცხადებები

,,მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები მიმდინარეობს მის ორგანიზმში" - მინისტრის მოადგილის ხმაურიანი განცხადებებიახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი “მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა” შევა. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­წყე­ბენ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­საზ­რე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა ჩა­ე­ყა­როს. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­მა­ვალ­ში არ აი­ღონ ისე­თი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე­ვე დატ­ვირ­თუ­ლია ბევ­რი ისე­თი თე­მით, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნას და პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

-წელს უკვე და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ-მე­ექ­ვსე კლა­სებს, სა­დაც შე­ვი­და ახა­ლი სა­გა­ნი – „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ეს კურ­სი გრძელ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­შიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტით იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მე-7 კლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გრი­ფი­რე­ბის ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა და მე-7 კლას­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში ახა­ლი სტან­დარ­ტით შევა, – აღ­ნიშ­ნა მან.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა.

-სტან­დარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი. მე-7 კლას­ში იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“, რო­მე­ლიც და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა. ის მიზ­ნად ისა­ხავს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მათ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას.

ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ერთ-ერ­თია, რა­საც ჩვე­ნი აზ­რით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა ჩა­ე­ყა­როს. თუ ვსა­უბ­რობთ გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გვინ­და იყ­ვნენ ცხოვ­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ის­წავ­ლონ, რო­გორ და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი, რო­გორ მარ­თონ ის, ფი­ნან­სუ­რი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ ამ გა­ნათ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

უკვე არა­ერ­თი წე­ლია, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ეროვ­ნულ ბანკთან, მათ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და დამ­ხმა­რე რე­სურ­სე­ბი. სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ისე და­გეგ­მონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, რომ არ აი­ღონ ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­ში ფი­ნან­სუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ. აქ სა­უ­ბა­რია ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რათა მათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა. რაც, ცხა­დია, ზედა კლა­სებ­ში კი­დევ უფრო ვი­თარ­დე­ბა, – გან­მარ­ტავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­და ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას­თან, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი, რათა მოს­წავ­ლე უკეთ იყოს გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იმ ცვლი­ლე­ბებ­ში, რაც მისი და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის თავს ხდე­ბა ან მოხ­დე­ბა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე-7 კლა­სის სა­სა­წავ­ლო პროგ­რა­მა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

-სა­ნამ მოს­წავ­ლე მივა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კამ­დე, მან უნდა იცო­დეს, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ორ­გა­ნიზ­მში, რათა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მის თავს მოხ­დე­ბა და ხდე­ბა მის თა­ნა­ტო­ლებ­ში… სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა სულ მალე დას­რულ­დე­ბა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბელ ექპ­სერტთა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს აფა­სებს, – აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ წელს პირ­ვე­ლად მის­ცა მშობ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

შე­კი­თხვა­ზე, რა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რას გუ­ლის­ხმობ­და მისი მო­საზ­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით (“21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უკვე აღა­რაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იცო­დე მა­თე­მა­ტი­კის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, ან კი­დევ ფი­ზი­კის. უნდა აღი­ზარ­დოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი როლი აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი”) ირი­ნა აბუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ “ამა­ში არ იგუ­ლიხ­მე­ბა ის, რომ რო­მე­ლი­მე დის­ციპ­ლი­ნას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა”. მი­სი­ვე თქმით, ეს მო­საზ­რე­ბა არც იმას ნიშ­ნავს, რომ აღარ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მა.

-ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში დევს და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ესე­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გე­ბი, თუმ­ცა, ანა­ლო­გი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს და იმ დარ­გებს, სა­დაც შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ამო­ნა­გე­ბი არ არის მა­ღა­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში.

დის­ციპ­ლი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. არ ვთვლით, რომ რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი ან დის­ციპ­ლი­ნა ნაკ­ლებმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ ერ­თია, მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და მე­ო­რე, მან ახ­სნას ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ამ თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ მარ­ტივ მოვ­ლე­ნებს ვერ ხსნი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ დგას მა­გი­და ია­ტაკ­ზე და რა­ტომ არ იწე­ვა ჰა­ერ­ში, ან რა­ტომ დაფ­რი­ნავს თვითმფრი­ნა­ვი, რა ხდე­ბა ამ დროს. ასე რომ, ფი­ზი­კის კა­ნო­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის ფორ­მუ­ლე­ბი, ქი­მია არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გა­ი­აზ­რონ და და­ა­კავ­ში­რონ გა­რე­მოს­თან და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან, – გან­მარ­ტა მან.

ამბები.ჯი