საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გავარამიას გადაცემაში დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებული ოპოზიიდან წასვლასაც შეეხო. -მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა, მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი: ,,ჩავერთვები ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ქვეყნისთვის”
ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს. „დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება. განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი. ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს […]
დეპუტატის მანდატებისთვის იბრძოლებენ _ ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, ბესო ჩუბინიძე… – მომღერლებმა და მსახიობებმა პარტია შექმნეს
ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ფესვები” მაჟორიტარი დეპუტატობის 5 კანდიდატი წარადგინა: მომღერალი ნუგზარ კვაშალი გურიაში იბრძოლებს, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე რუსთაველი ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში – ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში – ნოდარ ლიპარტელიანი. _თანდათან გავფართოვდებით. ჩვენ არსაით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. მე პირადად […]
ავიაკომპანია ,,ვიზეარი” ქუთაისის ბაზას აუქმებს, თანამშრომლები უკვე გაუშვეს სამსახურიდან
ავიაკომპანია ,,ვიზეარი” ქუთაისის ბაზას აუქმებს. ,,მთავარის” ინფორმაციით, კომპანიაში დღეს თათბირი ჩატარდება, თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომლები სამსახურიდან უკვე გაუშვეს. ,,ვიზეარმა” ქუთაისის ბაზაზე არსებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში ფრენები ისევ შეზღუდულად განხორციელდება. კომპანიის თანამშრომლებს ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ გუშინ განუცხადეს. ,,ვიზეარში” საქართველოს დაახლოებით […]
,,შენა ხარ ბორდელის წარმომადგენელი, მეძავი” – გოგა ხაინდრავა TV ,,პირველის” ჟურნალისტს
-შენა ხარ ბორდელის წარმომადგენელი, მეძავი. შენ ხარ პროვოკატორი, როგორც მამა-შვილი წერეთლები. მე ეს შენ ადრეც გითხარი, მე შენ კითხვაზე პასუხს არ გაგცემ და მიბრძანდი აქედან, – ასე მიმართა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტს, რომელმაც ჩამოწერილ 4 მილიონნახევარ ლარზე დაუსვა შეკითხვა, – იხილეთ ვიდეო.
გახარია: “ჯერ რა დროს “ოცნების” საარჩევნო სიაა!”
ყველაფერი შესაძლებელია, ნუ ვჩქარობთ, არც მიფიქრია ამ სიაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში იყოს. გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს. „ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – […]
,,ემიგრანტებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებენ” – საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დეპორტაციის ახალი ტალღა დაიწყო
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ახალი ტალღა – ქართველ ემიგრანტებს გერმანიიდან ისევ დააბრუნებენ. იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ პოლიცია მათ პირდაპირ ქუჩიდან იტაცებს და სპეციალურ ცენტრში გაურკვეველი ვადით მიყავთ. განყოფილებაში კი უხსნიან, რომ გერმანელი სამართალდამცავები ოპერაციებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ატარებენ. ემიგრანტებს ,,ოცნების” მთავრობასთან პრეტენზიები აქვთ. მათი თქმით, საქართელოს ხელისუფლებას უჭირს იმის გააზრება, რომ მათ სამშბლოს დატოვება […]
ესტონეთის დაზვერვა: ,,მარშის” რამდენიმე ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან”
ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რუსეთის ე.წ. რბილი ძალის გავლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთმა საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტები განსაკუთრებული ინტენსივობით აამოქმედა. მაგალითებად ანგარიშში მოხსენიებულია „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომლის დირექტორადაც დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნა. ასევე გრეგორი კარასინის მიერ „რუსეთის კულტურის ცენტრის” თბილისში […]
ადამ კიზინგერი: ,,საქართველო ნატო-ში უნდა მივიღოთ”
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსულ ოკუპაციას ეხმაურება. კიზინგერის შეფასებით, ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, საკმარისია საქართველოს ნატო-ში გაწევრებისთვის. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ,,ამერიკის ხმასთან” 8 მარტის შეთანხმებაზეც ისაუბრა და მხარეებს მისი ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. -შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. არ დავიწყებ იმის […]
შალვა ნათელაშვილი: ,,ამიტომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა”
,,ქართულ სახელმწიფოებრიობას სამი ძირითადი მტერი ჰყავს”, _ წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ამ ,,მტრებს” ასახელებს _ მეზობელ ქვეყნებს, ოლიგარქებს და საპატრიარქოს. ,,უკვე გავიდა გარკვეული დრო მას შემდეგ, რაც ყველა რელიგიური კონფესია დაემორჩილა საგანგებო მდგომარეობის კანონს და არ ჩაატარეს შესაბამისი რიტუალები _ ქართული მართლმადიდებელი სამღვდელოების გარდა. ამაზე მე კიდევ მექნება გარკვეული პუბლიკაციები, მაგრამ ახლა […]










