ავიაკომპანია ,,ვიზეარი” ქუთაისის ბაზას აუქმებს, თანამშრომლები უკვე გაუშვეს სამსახურიდან

ავიაკომპანია ,,ვიზეარი" ქუთაისის ბაზას აუქმებს, თანამშრომლები უკვე გაუშვეს სამსახურიდანავიაკომპანია ,,ვიზეარი” ქუთაისის ბაზას აუქმებს.  ,,მთავარის” ინფორმაციით, კომპანიაში დღეს თათბირი ჩატარდება, თუმცა ცნობილია, რომ თანამშრომლები სამსახურიდან უკვე  გაუშვეს.

,,ვიზეარმა” ქუთაისის ბაზაზე არსებული თვითმფრინავები უნგრეთში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების იმ ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, ივლისის თვეში ფრენები ისევ შეზღუდულად განხორციელდება.

კომპანიის თანამშრომლებს ქუთაისის ბაზის გაუქმების შესახებ გუშინ განუცხადეს. ,,ვიზეარში” საქართველოს დაახლოებით 150 მოქალაქე მუშაობდა. მათი ინფორმაციით, დღეს ჩატარებულ თათბირზე თანამშრომლებს ორ შესაძლებლობას შესთავაზებენ, კერძოდ, დასაქმების სურვილის არსებობის შემთხვევაში მათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გადაიყვანენ და იქ მოუწევთ ცხოვრება და მუშაობა, მეორე ვარიანტის მიხედვით, სამსახურის დატოვება მოუხდებათ.

-ჩვენ ივლისში ფრენები ჩანიშნული გვქონდა, მაგრამ მთავრობამ რომ თქვა, აღარ ვხსნით საზღვრებსო, გამოდის, რომ ჩვენი კომპანია მზად იყო, ნებისმიერ დროს დაეწყო ფრენა, მაგრამ რომ ვეღარ გაიგეს, რა უნდა ქართულ მთავრობას, დახურეს, ჩახსნეს ბაზა. ახლა ვინც დავრჩით, სხვა ქვეყნებში თუ წავალთ ან უხელფასო შვებულებაში, – ამბობს ვიზეარის ერთ-ერთი თანამშრომელი აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქუთაისში ბაზის გაუქმება ფრენების შეჩერებას არ ნიშნავს.

-მოგეხსენებათ, რომ რაღაც სხვადასხვა მიმართულებით ბაზები, ბაზირებული პორტები სხვადასხვა ქვეყნებში გადაათამაშა ,,ვიზეარმა”. ჩემი ვარაუდია, რომ,  რახან აგვისტომდე არ იქნება ფრენები, სავარაუდოდ, იქ სადაც საზღვრები გაიხსნა, იქ გადაათამაშა, – ამბობს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა ბარამიძე.

მთავარი