სააკაშვილი ვაშაძეზე: ,,ხელით ვერ ვათრევ”

სააკაშვილი ვაშაძეზე: ,,ხელით ვერ ვათრევ"საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გავარამიას გადაცემაში დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და გიორგი ვაშაძის გაერთიანებული ოპოზიიდან წასვლასაც შეეხო.

-მე ყოველთვის ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა,  მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა.

ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. მე არაფერი პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე.

როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე იყო მისული მასთან, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია და არაფერი გამხსენებია, რაც იყო, იყო.

ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, როგორმე დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016 წელს, სცადა 2018-ში და ცდილობს ახლა.

ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს, – განაცხადა სააკაშვილმა ნიკა გვარამიას ეთერში.