გახარია: “ჯერ რა დროს “ოცნების” საარჩევნო სიაა!”

გახარია: "ჯერ რა დროს "ოცნების" საარჩევნო სიაა!"ყველაფერი შესაძლებელია, ნუ ვჩქარობთ, არც მიფიქრია ამ სიაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში იყოს.

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.

„ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები – ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე“,- განაცხადა გახარიამ.

იპნ