,,ემიგრანტებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებენ” – საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დეპორტაციის ახალი ტალღა დაიწყო

,,ემიგრანტებს პირდაპირ ქუჩიდან იტაცებენ" - საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დეპორტაციის ახალი ტალღა დაიწყოსაქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ახალი ტალღა – ქართველ ემიგრანტებს  გერმანიიდან ისევ დააბრუნებენ.  იქ  მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყვებიან,  რომ პოლიცია  მათ პირდაპირ ქუჩიდან იტაცებს და სპეციალურ ცენტრში გაურკვეველი ვადით მიყავთ. განყოფილებაში კი უხსნიან, რომ გერმანელი  სამართალდამცავები ოპერაციებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით  ატარებენ.

ემიგრანტებს ,,ოცნების” მთავრობასთან პრეტენზიები აქვთ. მათი თქმით, საქართელოს ხელისუფლებას უჭირს იმის გააზრება, რომ მათ სამშბლოს დატოვება მძიმე სოციალური პრობლემების გამო უწევთ.

-გადგებიან ღამე, ხუთ საათზე, არც გაფრთხილებენ, არაფერი, მოდის 15, ხან 20 პოლიციელი და მიჰყავხარ სადეპორტოში. დღეს გამთენიისას არის დეპორტი, ანუ 12 რომ  გადასცილდება, 4 საათზე იქნება დეპორტი. 17 საათზე საქართველოს დროით იქნება აეროპორტში თვითმფრინავი. თვითონ გერმანიის პოლიცია ამბობს, თქვენ ჩვენ პრობლემას არ გვიქმნითო, მაგრამ სახელმწიფო ითხოვს თქვენს დეპორტირებას საქართველოშიო, – ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

მთავარი