დეპუტატის მანდატებისთვის იბრძოლებენ _ ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, ბესო ჩუბინიძე… – მომღერლებმა და მსახიობებმა პარტია შექმნეს

დეპუტატის მანდატებისთვის იბრძოლებენ _ ნუგზარ კვაშალი, ზურაბ ცინცქილაძე, ბესო ჩუბინიძე... - მომღერლებმა და მსახიობებმა პარტია შექმნესახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქარ­თულ­ი ფეს­ვე­ბი” მა­ჟო­რი­ტა­რი დეპუტატობის  5 კან­დი­და­ტი წა­რად­გი­ნა: მომ­ღე­რა­ლი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი გუ­რი­ა­ში იბ­რძო­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტი ბესო ჩუ­ბი­ნი­ძე რუს­თა­ვე­ლი ამომრჩევლების გუ­ლის მო­გე­ბას შე­ეც­დე­ბა. პარ­ტი­ის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზემო აჭა­რა­ში ზუ­რაბ ცინ­ცქი­ლა­ძე იქ­ნე­ბა, ქუ­თა­ის­ში – ნა­თია ჯიმ­შე­რე­იშ­ვი­ლი, ხოლო რაჭა-ლე­ჩხუმ­ში – ნო­დარ ლიპარტელიანი.

_თანდათან გავფართოვდებით.  ჩვენ არსაით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. მე პირადად ის 50 წელი, რომელიც ვემსახურე ქვეყანას ჩემი სიმღერით, სიყვარულით და მოფერებით, მინდა, გავაგრძელო, ოღონდ სხვა ამპლუაში. ვახო ტატიშვილმა ეგრევე შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო, ყველას უყვარდიო და ახლა ყველაფერი შეიცვლებაო. ეგებ ხალხმა დაიჯეროს, რომ ახალმა სახეებმა უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყანა. უკეთესი რას ნიშნავს, მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ ძველი მოწვევის პარლამენტარები რომ თითქმის არაფერს აკეთებდნენ, ეგ  ვიცით.

მომღერლის თქმით, პარტიის შექმნის იდეა ქართველ ემიგრანტს თენგიზ ოქროპილაშვილს გაუჩნდა.

-იგი ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს ფილადელფიაში, ბიზნესმენია და მხოლოდ ქართველები ჰყავს დასაქმებული. აქვს ტრანსპორტის დიდი კომპანია და საცხობი, სადაც მზადდება ქართული კერძები და – არამარტო, – ამბობს ,,კვირის პალიტრასთან” მომღერალი

კვირის პალიტრა