ვანო მერაბიშვილი: ,,ჩავერთვები ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ქვეყნისთვის”

ვანო მერაბიშვილი: ,,ჩავერთვები ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ქვეყნისთვის"ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს.

„დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილი.