შალვა ნათელაშვილი: ,,ამიტომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა”

შალვა ნათელაშვილი: ,,ამიტომ დააჭრა ქუსლები დავით აღმაშენებელმა",,ქართულ სახელმწიფოებრიობას სამი ძირითადი მტერი ჰყავს”, _ წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ამ ,,მტრებს” ასახელებს _ მეზობელ ქვეყნებს, ოლიგარქებს და საპატრიარქოს.

,,უკვე გავიდა გარკვეული დრო მას შემდეგ, რაც ყველა რელიგიური კონფესია დაემორჩილა საგანგებო მდგომარეობის კანონს და არ ჩაატარეს შესაბამისი რიტუალები _ ქართული მართლმადიდებელი სამღვდელოების გარდა. ამაზე მე კიდევ მექნება გარკვეული პუბლიკაციები, მაგრამ ახლა თეზისურად გთავაზობთ მთავარს _ ქართულ სახელმწიფოებრიობას ობიექტურად სამი ძირითადი მტერი ჰყავს:

1.ყველა მეზობელი სახელმწიფო რუსეთის თამადობით. მათი მიზანია, ჩვენ არ გვქონდეს სახელმწიფოებრიობა, რათა ამ ქვეყანათა საზღვრები მიებჯინოს ერთმანეთს ყოველგვარი ქართული სივრცის გარეშე და მათი ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა იყო ჩვენი ათასწლოვანი ყოფიერების არსი.

2.ოლიგარქია _ ისტორიული დიდვაჭრები. მათი მიზანია, ქართულ სახელმწიფოს ან თვითონ მართავდნენ გასამდიდრებლად, ან იგი საერთოდ არ არსებობდეს.

3. საპატრიარქო. ის მუდმივად ხედავდა კონკურენტს ქართულ-სახელმწიფოებრიობაში. ცდილობდა, თვითონ ემართა ქვეყანა ღმერთის სახელითა და ხალხის დაშინებით ან გამოეცხადებინა დამპყრობლები, მაგალითად, მონღოლები ღმერთის გამოგზავნილებად, თუ ისინი ხალხის ხარჯზე საგადასახადო შეღავათებს მისცემდნენ. ამიტომ დააჭრა ქუსლები ღვთის სახელით მოვაჭრეთ დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის შემდეგ. ეს,  ასე ვთქვათ, შესავალი. დანარჩენს შემდგომ პუბლიკაციებში გაგიზიარებთ”, _ წერს შალვა ნათელაშვილი.