მძიმე მდგომარეობაშია 16 წლის მარიამი ოჯახი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება. მარიამის დედამ რუსკა ხუციშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს: -თუ არ დავფარებთ 44 ათასს, ბავშვს არ გაგვატანენ… ხალხი რიცხავს, ცოტ-ცოტა გროვდება, არ ვიცი, როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი… საქართველოს სახელმწიფოს […]
კატეგორია: მოზაიკა
გიორგი ჩალაძის უმძიმესი განცხადება: ,,შესაძლოა სამედიცინო დასკვნამ პრეზიდენტს ვეღარ მოუსწროს… მე მიკვდება მეგობარი”
ვახო სანაიას გადაცემაში ,,ფორმულაზე” გიორგი ჩალაძემ უმძიმესი განცხადებები გააკეთა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ,,მე მიკვდება მეგობარი”, – ამბობს გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, ,,ვივამედის” ექიმები დღეს ისტორიული ხალხია, რადგან შესაძლოა ისინი უყურებდნენ მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეებს. -თუ არ იტყვით, რომ ეს მიხეილ სააკაშვილია, ადამიანები ვერ იცნობენ, იმდენად არის შეცვლილი… ეს არის განგაში. ჯიშკარიანის შესანიშნავი […]
ვინ იყო პოეტი-ყაჩაღი, რომელმაც მიხა ხელაშვილის მოკვლისთვის შური იძია – ცნობილი მელექსის იდუმალი ცხოვრების დეტალები
,,სარკე”, ნანა კობახიძე გასულ საუკუნეში საქართველოში არაერთი ადამიანი თავს არიდებდა მეორე მსოფლიო ომში, ე.წ. დიდ სამამულო ომში, მონაწილეობას, საბჭოთა ჯარში მსახურებას. ისინი დეზერტირებად ითვლებოდნენ და, მილიციისგან ძებნილნი, ტყეს აფარებდნენ თავს. ზოგს შიში აიძულებდა გაქცევას, ზოგი კი მიზნობრივად უპირისპირდებოდა საბჭოთა წყობას, საოკუპაციო რეჟიმად აღიქვამდა და გერმანიის გამარჯვებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას იმედოვნებდა. ასეთად მოიაზრებენ თავის კუთხეში ცნობილ […]
,,როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ” – რას ყვება დარია ნუცუბიძე
,,პრაიმტაიმმა” ინტერვიუ ჩაწერა ახალგაზარდა დედასთან, დარია ნუცუბიძესთან, რომლის ფოტომაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფოტოზე ის თავის ჩვილ შვილთან ერთად არის გასული ,,გლოვოს” შეკვეთაზე. -არ მინდა, გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ… იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ… მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. […]
თამარ მაყაშვილი დასაჯეს – ,,სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რეპერტუარიდან მოიხსნა”
მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო სკანდალი არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი: „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა […]
ლევან კბილაშვილის უცნობი რომანი და სევდიანი წინათგრძნობა – ,,ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა, არჩევანში იყო”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 31 წლის ნიჭიერი მომღერალი, ლევან კბილაშვილი, მოულოდნელად გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, საზღვარგარეთ, სადაც თავის მუსიკალურ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის ფასად აშენებდა. მას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კარგად იცნობდნენ, საკუთარ ბენდთან ერთად საკონცერტო ტურნეებს მართავდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. პირველად მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” გამოჩნდა და ჟიურის ყველაზე მკაცრი წევრი, მარინა ბერიძე, მაშინვე მოხიბლა შეუდარებლად […]
პოეტმა მაია ხოფერიამ ფოთში საქველმოქმედო საღამო გამართა – ,,გურიაში სტიქიით დაზარალებულ 20 ოჯახს პროდუქტებით დავეხმარეთ”
პოეტმა მაია ხოფერიამ 6-7 ოქტომბერს თავის მშობლიურ ქალაქ ფოთში მეოთხე პოეტური კრებული წარადგინა. გაყიდული წიგნების თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა. პოეტმა გურიაში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს პროდუქტები შეუძინა და მეგობარ პოეტებთან ერთად მოსახლეობას დაურიგა. -მინდა, მადლობა ვუთხრა ფოთის საქველმოქმედო ფონდს, ლიდერ ქალთა კლუბსა და არტ გალერეას, ასევე ამ საღამოს ორგანიზატორსა და მასპინძელს, ქალბატონ იამზე გორგოტაძეს. თავიდანვე […]
,,პირველი ჯვრისწერა ჭეშმარიტია, მეორე – მოძღვრისგან შენდობილი, მესამე – უსჯულო, მეოთხე კი – ღორის წუმპეში ჩავარდნილი” – როდის და როგორ შეიძლება ჯვრის ახსნა
,,სარკე” ქრისტიანული რწმენით, უფლის შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი ჯვრისწერაა. მის გარეშე ცოლქმრულ ურთიერთობას ეკლესია მრუშობად მიიჩნევს. ჯვარდაწერილი ოჯახი კი ღვთივკურთხეულია, მას უფალი ლოცავს და მფარველობს. ქრისტიანული წესის მიხედვით, ჯვრისწერამდე წყვილის შემზადება უნდა მოხდეს – იმარხულონ, ეზიარონ, დაიწინდონ. ჯვრისწერა ქალსა და მამაკაცს ერთმანეთთან სამუდამოდ ადუღაბებს. მეუღლეთა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ერთგულებაა. ოჯახის დამრღვევი კი სიწმინდის შემბღალავად ითვლება, რაც […]
,,დიდხანს ვეღარ გაძლო საყვარელი მეუღლის გარეშე” – თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა
სტუდია ,,თელა” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ცნობილი ქორეოგრაფი, თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. ,,დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი, პროფესორი ბ. თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს სპორტ-ცეკვების დამსახურებული და სახელოვანი პირველი პრეზიდენტი ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი. დაკრძალვა სამშაბათი, 6 სექტემბერი 3 საათი”, – წერია სტუდიის განცხადებაში. ერთი წლის წინ მისი მეუღლე, ქორეოგრაფი ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა. […]
,,ვანოს შოუმ” უარი თქვა ჩვენს შეთავაზებებზე” – ,,მთავარი” ვანო ჯავახიშვილის არხიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს
,,ვანოს შოუ” ახალ სატელევიზიო სეზონს ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერიდან დაიწყებს. ვანო ჯავახიშვილმა და მისმა გუნდმა ,,მთავარი” დატოვა. ტელეკომპანია ,,მთავარი არხი” ავრცელებს განცხადებას და გუნდის წასვლის მიზეზებს ხსნის: ,,ძალიან ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა „მთავარი არხის“ დატოვების და სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ იძულებულნი გავხდით, დაგვეხურა […]











