ინგა გრიგოლია: ,,მალე შვილიშვილს ველოდები და მინდა, მან იცოდეს ეს გმირები”

ინგა გრიგოლია: ,,მალე შვილიშვილს ველოდები და მინდა, მან იცოდეს ეს გმირები",,რას უშლიდა ხელს ნაძვის ხის ანთებას ამ გმირების სურათები?!” – ასე გამოხატა თავისი რეაქცია ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტიდან უკრაინაში დაღუპული გმირების ფოტოების გმირთა მოედანზე გადატანაზე.

-პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან უკრაინაში დაღუპული ადამიანების ფოტოები რომ აიღეს, ამაზე მქონდა ყველაზე მძაფრი რეაქცია. ნაძვის ხე უნდა აინთოს, ბავშვებიც უნდა მივიდნენ, მაგრამ რას უშლიდა მათ ის სურათები?  ბავშვებს არ ვასწავლოთ, ვინ არიან გმირები?! არ უნდა ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ ვასწავლოთ სამშობლოსადმი თავდადება?! რატომ უშლით ჩვენს  შვილებს, შვილიშვილებთან ნაძვის ხესთან მისვლაში ეს სურათები?!

მალე შვილიშვილს ველოდები და მინდა, იცოდეს თანამედროვე ისტორია. ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა იცოდნენ ეს გმირები, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.