მარიამ ჯიშკარიანი სალომე ზურაბიშვილს: ,,გაინძრეს! საკმაოდ სერიოზულად არის საქმე!”

მარიამ ჯიშკარიანი სალომე ზურაბიშვილს: ,,გაინძრეს! საკმაოდ სერიოზულად არის საქმე!",,რაც წერია დასკვნაში, იმას წყალი არ გაუვა” – ამბობს ,,ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი რადიო ,,თავისუფლებასთან”.

,,თუ არ იქნება გათვალისწინებული ეს ყველაფერი, დამთავრდება ძალიან სავალალოდ და მე არაერთხელ მოვუწოდე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ არ უნდა იყოს მკვლელობის თანამონაწილე, მიიღოს დროულად გადაწყვეტილება…. მოვუწოდებ ყველა ეთერიდან, რომ გაინძრეს და მიიღოს დროულად გადაწყვეტილება. საკმაოდ სერიოზულად არის საქმე და არის აუცილებელი ადამიანის გადარჩენის მიზნით მისი გაყვანა საქართველოს ფარგლებს გარეთ” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი, ცენტრ ,,ემპათიის” ხელმძღვანელი.