თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე. ის 93 წლის გახლდათ.

„ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობადღეს ზეციურ საქართველოს! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!“,  – წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი.

თამარ სხირტლაძე უდიდეს ტკივილს ატარებდა. მისი და კოტე თოლორაიას ერთადერთი ვაჟი, თაზო თოლორაია ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა.