ბათუმის მერია ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის კონცერტში

ბათუმის მერია ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის კონცერტშიბათუმში გამართულ საახალწლო ღონისძიებებში 328,035 ლარი დაიხარჯება. 222,760 ლარი ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოებს მოხმარდება, ჰონორარების წილი კი 105,275 ლარია. 31 დეკემბერს გალა კონცერტი გაიმართება.

ცალკეულად ჰონორარი დაახლოებით 3,000 ლარზე მეტს არ შეადგენს, ყველაზე დიდ თანხას კი ბათუმის მერიისგან დათო ევგენიძე – 11,000 ლარს და ირაკლი ფირცხალავა – 14,100 ლარს აიიღებენ.

ირაკლი ფირცხალავა რუსეთში მცხოვრები მომღერალია, რომელიც საქართველოში ბოლო დროს გამოჩნდა და ანტივაქსერებისა და ,,მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ გამართულ აქციებს ჩაუდგა სათავეში.

ფლანგვის დეტექტორი